სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს“ — გრიგოლ ორბელიანის პოემა. პოეტმა წერა 1827 წელს დაიწყო, სწორედ ამ წელს შეიქმნა პოემის პირველი ვარიანტი, თუმცა საბოლოო სახით ის ჩამოყალიბდა მხოლოდ 1870 წელს. გამოქვეყნდა 1871 წელს. სახელწოდებაში ჩანს, რომ ნაწარმოების შექმნა დაკავშირებულია ერთ-ერთ ბრძოლასთან, კერძოდ, ამ დროს რუსეთის ჯარმა გაიმარჯვა სპარსელების წინააღმდეგ. გრიგოლ ორბელიანი ამ ბრძოლის მონაწილე იყო. წინაპართა ღვაწლის წარმოჩენით პოეტი ყურადღებას ამახვილებს ქართველი ხალხის სიწმინდესა და ზნეობრიობაზე.
სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს | |
---|---|
სრული სათაური | სადღეგრძელო, ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს |
საერთო სათაური | სადღეგრძელო |
ჟანრი | პოემა |
ავტორი | გრიგოლ ორბელიანი |
მშობლიური ენა | ქართული ენა |
დაწერილია | რუსეთის იმპერია |