სადედე (მეფუტკრეობაში)
სადედე (მეფუტკრეობაში), დედა ფუტკრის გამოსაზრდელი უჯრედი. სადედე შეიძლება იყოს სანაყარე ან გაჭირვების. სანაყარე სადედეების ფუტკრები სხვადასხვა რაოდენობით აშენებენ ფიჭების პერიფერიულ უბნებში ოჯახის ნაყრიანობის ინსტინქტის გაღვიძების შემდეგ. გაჭირვების სადედეებს (1-5 ცალი) აშნებენ ბუდის ცენტრალურ უბანში. სანაყარე სადედეების მოცულობაა 0,8-0,9 სმ3. უღალო პერიოდებში აშნებული სადედეების მოცულობა ბევრად ნაკლებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხიდეშელი ა., ქსე, ტ. 8, გვ. 621, თბ., 1984