საგურამოს სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

საგურამოს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, სოფლიდან 2 კილომეტრზე. გათხრები ჩატარდა 1920 წელს. გაითხარა ორმოსამარხები, რომლეშც მიცვალებულები ესვენა ხელფეხმოკეცილი. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ უხეშად ნაძერწი მოშავო-მონაცრისფრო ან ღიაფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი და სამკაული. აღმოჩენილი მასალა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. სამაროვანი I-III საუკუნით თარიღდება.

ლიტერატურა

რედაქტირება