საგარეჯოს წმინდა გიორგის ეკლესია
საგარეჯოს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქალაქ საგარეჯოში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში და ალაგ-ალაგ, კედლებშიც მოზრდილი დამუშავებული ქვებია გამოყენებული. კედლები მოყვითალო ფერის, წმინდა ბათქაშითაა გასწროებული. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. გარედან ეკლესიის კედლები სადაა. ეკლესიასთან ახლოს სხვადასხვა ზომის ბევრი ქვევრი აწყვია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26289