საბჭოთა სამართალი
„საბჭოთა სამართალი“— ქართული მეცნიერულ-პრაქტიკული იურიდიული ჟურნალი, საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა და უმაღლესი სასამართლოს ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1926 წლიდან. 1930–1957 წლებში არ გამოდიოდა, განახლდა 1957 წელს. ჟურნალის ამოცანა იყო ხელი შეეწყო სოციალისტური კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებას, საბჭოთა მოქალაქეების, დაწესებულება-ორგანიზაციებისა და საწარმოების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მოსახლეობის სამართლებრივ აღზრდას. ჟურნალი აქვეყნებდა თეორიული ხასიათის წერილებს, საკანონმდებლო წინადადებებს. აშუქებდა დანაშაულთან და სოციალისტური მართლწესრიგის დარღვევებთან ბრძოლის საკითხებს, საპროკურორო მუშაობის და სასამართლოების პრაქტიკას და სხვა საკითხებს.
ჟურნალის პირველი რედაქტორი იყო ი. ვარძიელი, განახლების შემდეგ — მ. ლომიძე. 1959 წლიდან რედაქტორობდა ო. კაციტაძე, გამოდიოდა 2 თვეში ერთხელ. საშუალო ერთჯერადი ტირაჟი იყო 16-18 ათასი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 582-583.