საბჭოთა აჭარა
„საბჭოთა აჭარა“ — აჭარის ასსრ სახელმწიფო გამომცემლობა. შედიოდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გამომცემლობათა, პოლიგრაფიისა და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის სისტემაში; დაარსდა 1921 წელს ბათუმში. ბეჭდავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, მხატვრულ ლიტერატურას და სხვა. ყოველწლიურად გამოსცემდა 60-ზე მეტ დასახელების წიგნს (საერთო ტირაჟი 200 ათასი). გამომცემლობის პოლიგრაფიის ბაზა იყო ბათუმის № 9 სტამბა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 572.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7557