საბჭოების სახლი (დონის როსტოვი)
საბჭოების სახლი (რუს. Дом Советов) — ადმინისტრაციული შენობა დონის როსტოვის ცენტრში, კიროვის რაიონში. შენობაში განთავსებულია როსტოვის ოლქის ადმინისტრაცია. შენობა აგებულია საბჭოთა კონსტრუქტივიზმის სტილში. მისი დაპროექტება და მშენებლობა მიმდინარეობდა 1935-1956 წლებში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სახლის მშენებლობა შეჩერებული იყო. სარემონტო-აღდგენითი საქმიანობა მიმდინარეობდა 1950-იან წლებში, ხოლო ფასადის ნაწილი დასრულდა 1968 წელს. საბჭოების სახლის საერთო მოცულობაა 370 ათასი კუბური მეტრი, რის მიხედვითაც იგი ერთ-ერთი უდიდესუი ნაგებობაა ჩრდილოეთ კავკასიაში და ყველაზე დიდი ადმინისტრაციული შენობა სამხრეთ რუსეთში.
საბჭოების სახლი რუს. Дом Советов | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′16″N 39°43′15″E / 47.221222° ჩ. გ. 39.72075° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ი. გოლოსევი, ვ. გრიგორი, ვ. სიმონოვიჩი |
ტიპი | საბჭოთა კონსტრუქტივიზმი |
დასრულების თარიღი | 1935-1956 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აღწერა
რედაქტირებასაბჭოების სახლი მდებარეობს დონის როსტოვის ისტორიულ ცენტრში, საბჭოების მოედანზე. ორიგინალურ პროექტში გათვალისწინებული იყო 1 000 ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, ფოსტა, საპარიკმახერო, ბუფეტი, სტამბა და სხვა მომსახურება. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაგებობა ძლიერ დაზიანდა. რვასრათულიანმა შენობამ ნაწილობრივ დაკარგა თავისი თავდაპირველი სახე. შეიცვალა ფასადი. ფასადის ახალი ვარიანტის ავტორები იყვნენ არქიტეტორები ვლადიმირ გრიგორი და ვლადიმირ სიმონოვიჩი[1].
ისტორია
რედაქტირებადონის როსტოვის საბჭოების სახლის პროექტი შემუშავდა 1929-1934 წლებში არქიტექტორ ილია გოლოსევის მიერ. დონის როსტოვში ახალი მშენებლობისათვის გამართულ პროექტების კონკურსზე ილია გოლოსევის პროექტმა დაიკავა მეორე ადგილი. ადმინისტრაციული კორპუსისათვის შერჩეულ ადგილზე 1930 წლამდე იდგა ალექსანდრე ნეველის ტაძარი. 1935 წელს ჩაუყარეს საძირკველი[2]. მშენებლობა მიმდინარეობდა არასაკმარისი ტემპით და უკვე 1941 წელს დასრულდა. გერმანელების რუსეთში შემოჭრამდე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ცალკეული სამუშაოები, თუმცა შენობა ნაწილობრივ ექსპლუატაციაში იყო შესული[1][3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Советский конструктивизм. Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-02-17.
- ↑ Максим Штаханов. Архитектура Ростова-на-Дону советского периода. ციტირების თარიღი: 2017-02-17.
- ↑ Вера Волошинова. Ростов-на-Дону: Дом Советов. Portalus. ციტირების თარიღი: 2017-02-17.