საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავალი (სერიალი)

საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავალი (ინგლ. Chilling Adventures of Sabrina) — ამერიკული საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, რომელიც შექმნა რობერტო აგირე-საკასამ Netflix– ისთვის, გადაღებულია Archie Comics- ის ამავე სახელწოდების კომიქსების მიხედვით. სერიალის პროდიუსერია Warner Bros. Television, Berlanti Productions და Archie Comics. აგირე-საკასა და გრეგ ბერლანტი იყვნენ აღმასრულებელი პროდიუსერები, სარა შეხტერთან, ჯონ გოლდუტერთან და ლი ტოლანდ კრიგერთან ერთად. სერიალის მთავარი თემაა Archie Comics- ის პერსონაჟი საბრინა სპელმენი, რომელსაც ანსახიერებს კირნან შიპკა. ასევე სერიალში თამაშობენ როს ლინჩი, ლუსი დევისი, შანს პერდომო, მიშელ გომესი, ჯაზ სინკლერი, ტატი გაბრიელი, ადელინ რუდოლფი, ლაჩლან უოტსონი, გევინ ლეტერვუდი, რიჩარდ კოილი და მირანდა ოტო. თავდაპირველად სერიალი მზადდებოდს The CW[1]– ში, 2017 წლის დეკემბერში პროექტი გადავიდა Netflix– ზე პირდაპირი სერიების შეკვეთით, რომელიც ოცი ეპიზოდისგან შედგებოდა. გადაღებები შედგა ვანკუვერში. პირველი სეზონის პირველი ნახევარი, რომელიც შედგებოდა ათი ეპიზოდისგან, გამოვიდა 2018 წლის 26 ოქტომბერს. სერიალმა მიიღო დადებითი შეფასებები, კრიტიკოსებმა შეაქეს შიპკას შესრულება, ასევე ვიზუალი და რეჟისურა. საშობაო სპეციალური ეპიზოდი გამოვიდა 2018 წლის 14 დეკემბერს, ხოლო პირველი სეზონის მეორე ნახევარი გამოვიდა 2019 წლის 5 აპრილს, რომელიც შედგება ცხრა ეპიზოდისაგან. 2018 წლის დეკემბერში, Netflix– მა განაახლა სერიალი მეორე სეზონით, რომელიც შედგებოდა 16 ეპიზოდისგან, ის გაიყო ორ ნაწილად, რომელთაგან პირველი რვა ეპიზოდი გამოვიდა 2020 წლის 24 იანვარს, ხოლო მეორე ნაწილი გამოვა 2020 წლის 31 დეკემბერს.

საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავალი
ჟანრი საშინელებათა
მონაწილეობენ კირნან შიპკა
როს ლინჩი
ლუსი დევისი
შანსი პერდომო
მიშელ გომესი
ჯაზ სინკლერი
ტატი გაბრიელი
ადელინ რუდოლფი
ქვეყანა აშშ
სეზონი 2
ეპიზოდი 28
რესურსები ინტერნეტში
საიტი

შინაარსი რედაქტირება

საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავალი მიმდინარეობს ქალაქ გრენდეილიში. სერიალში მოთხრობილია ბნელი ისტორია, რომელიც მოიცავს საშინელებებს და ჯადოქრობას. საბრინა სპელმენი უნდა შეურიგდეს თავის ორმაგ სახეს, როგორც ნახევრად ჯადოქარი და ნახევრად მოკვდავი. ის ებრძვის ბნელ ძალებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მას და მის ოჯახს.

წარმოება რედაქტირება

2017 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ Warner Bros. Television და Berlanti Productions გადაიღებდენ სერიალს Chilling Adventures of Sabrina კომიქსზე დაფუძნებით. სერიალი თავიდან იყო The CW- ზე. ლი ტოლანდ კრიგერი და რობერტო აგირე-საკასა ხელმძღვანელობდნენ სერიალს, ორივე აღმასრულებელი პროდიუსერი იყო გრეგ ბერლანტისთან, სარა შეხტერთან და ჯონ გოლდუტერთან ერთად. 2017 წლის დეკემბერში პროექტი Netflix– ზე გადავიდა. მათ გამოუშვეს ორი სეზონი, რომელიც შედგებოდა თითო ათი ეპიზოდისგან. მოგვიანებით ეს შეიცვალა, როგორც ერთი 20 – ეპიზოდიანი სეზონი ორ ნაწილად გაყოფილი. 2018 წლის მაისის დასაწყისში, სერიალს დაუდასტურდა სათაური - საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავალი.

2018 წლის 12 ნოემბერს, Netflix– მა გამოაცხადა, რომ შეკვეთილი ოცი ეპიზოდიდან მეთერთმეტე ეპიზოდი გამოვა საშობაო სპეციალური ეპიზოდის სახით. სეზონის მეორე ნაწილის პირველი ეპიზოდის წარმოების დროს, საკასა მიხვდა, რომ პირველ ნაწილში სერიალმა უკვე გააკეთა ეპიზოდები ჰელოუინთან და მადლიერების დღესთან დაკავშირებით და გადაწყვიტა საშობაო ეპიზოდის შექმნა. ეპიზოდი ასევე გამოსადეგი იყო Netflix– ისთვის, რომელსაც სურდა ერთგვარი დამატებითი, დამოუკიდებელი შინაარსის ეპიზოდი პირველ ორ ნაწილს შორის. 2018 წლის 18 დეკემბერს, Netflix– მა განაახლა სერიალი მეორე სეზონისთვის, რომელიც ასევე იყოფოდა ორ ნაწილად.2020 წლის 8 ივლისს Netflix– მა გააუქმა სერია, COVID-19 პანდემიის გამო.

ეპიზოდები რედაქტირება

ნაწილი სეზონი ეპიზოდები თავდაპირველად გამოვიდა
1 1 11 10 2018 წლის 26 ოქტომბერი
1 2018 წლის 14 დეკემბერი
2 9 2019 წლის 5 აპრილი
3 2 8 2020 წლის 24 იანვარი
4 8 2020 წლის 31 დეკემბერი

გამოხმაურება რედაქტირება

პირველი ნაწილი რედაქტირება

Rotten Tomatoes-ზე[2] პირველი ნაწილს აქვს 91% საშუალო 77.7 / 10-დან 103 მიმოხილვაზე დაფუძნენული. Metacritic-[3] მა რომელიც საშუალო ქულას იყებებს პირველ ნაწილს მიანიჭა 74 ქულა 28 მიმოხილვის საფუძველზე.

მეორე ნაწილი რედაქტირება

Rotten Tomatoes - ზე მეორე ნაწილს აქვს 81% საშუალო 6.88 / 10 - დან 43 მიმოხილვის საფუძველზე.

მესამე ნაწილი რედაქტირება

Rotten Tomatoes - ზე მესამე ნაწილს აქვს 90% საშუალო 7.36 / 10-დან 29 მიმოხილვის საფუძველზე.

IMDb-ზე[4] სერიალს აქვს 7.6 / 10 -დან

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Chilling Adventures of Sabrina. www.cwtv.com. (26 დეკემბერი, 2020)
  2. CHILLING ADVENTURES OF SABRINA. www.rottentomatoes.com. (26 დეკემბერი, 2020)
  3. Chilling Adventures of Sabrina. www.metacritic.com. (26 დეკემბერი, 2020)
  4. Chilling Adventures of Sabrina . www.imdb.com. (26 დეკემბერი, 2020)