სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საკასა (მრავალმნიშვნელოვანი).

რობერტო საკასა სარია (დ. 1840–გ. 1896), იყო ნიკარაგუელი მედიკოსი, პოლიტიკოსი და ნიკარაგუის 44-ე პრეზიდენტი. ხოსე ვისენტე იყო ნიკარაგუის კონსერვატული პარტიის წევრი.

რობერტო საკასა
ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1887 – 1889

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აგვისტო, 1889 – 1 იანვარი, 1891
წინამორბედიდავიდ ოსორნო
მემკვიდრეიგნასიო ჩავესი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი, 1891 – 11 ივლისი, 1893
წინამორბედიიგნასიო ჩავესი
მემკვიდრეედუარდო მონტიელი

დაბადებული1840
გარდაცვლილი1896
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიაკონსერვატული პარტია

იგი იყო ხუან ბატისტა საკასა მენდესისა და კასიმირა სარია მონტეალეგრეს შვილი. საკასა იყო ნიკარაგუის მე-17 და 67-ე პრეზიდენტების სილვესტრე სელვა საკასასა და ბენხამინ ლაკაიო საკასას ნათესავი.

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

საკასას, რომელიც იყო კონსერვატული პარტიის წევრი, ჰქონდა არაერთი პრობლემა. ამათგან ყველაზე მთავარი იყო განხეთქილება კონსერვატული პარტიის რიგებში. 1893 წელს იფეთქევს ამბოხი ყოფილი პრეზიდენტის ხოაკინ სავალას წამოწყებით, რომელსაც გაუძღვება ლიბერალი ხოსე სანტოს სელაია. ამბოხება გაიმარჯვებს და დასრულდება კონსერვატორების 35 წლიანი მმართველობა ნიკარაგუაში.

ქორწინება და შთამომავლობა რედაქტირება

რობერტო საკასა დაქორწინდება თავის ბიძაშვილზე, ანხელა საკასა კუადრაზე და ჰყავდა შვილები:

  • ხუან ბატისტა საკასა საკასა, ნიკარაგუის 63-ე პრეზიდენტი
  • დოლორეს საკასა საკასა. იგი დაქორწინდა რამონ სევილა კასტეელონზე და შეეძინა:
    • გილერმო სევილა საკასა
  • კასიმირა საკასა საკასა. დაქორწინდა ლუის დებაილე პალაისზე და შეეძინათ:
    • ბლანკა დებაილე საკასა-დაქორწინდა ნესტორ პორტოკარერო გროსზე და შეეძინათ
      • ოპე პორტოკარერო დებაილე დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე და ნიკარაგუის 73-ე და 76-ე პრეზიდენტის ანასტასიო სომოსა დებაილეზე და ჰყავდათ შვილები:
        • ნესტორ პორტოკარერო დებაილე