საბრინას ნაპირი
საბრინას ნაპირი (ინგლ. Sabrina Coast) — უილქსის მიწის სანაპიროს ნაწილი (აღმოსავლეთი ანტარქტიდა). მდებარეობს აღმოსავლეთიდან საუთარდის კონცხსა (ა. გ. 122°05″) და დასავლეთიდან ტოტენის მყინვარს (ა. გ. 116°02″) შორის. სიგრძე დაახლოებით 300 კმ. საბრინას ნაპირის დიდი ნაწილი უკავია მოსკოვის უნივერსიტეტის შელფურ მყინვარს, რომელიც აკრავს კონტინენტურ მყინვარულ საფარს, მისი ზედაპირი სამხრეთისკენ მკვეთრადაა აწეული. აღმოაჩინა ინგლისურმა ექსპედიციამ ჯონ ბალენის ხელმძღვანელობით 1839 წელს. 1957–1958 წლებში იკვლევდა საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიცია. სახელი ეწოდა ავსტრალიელი პოლარული მკვლევრის დაგლას მოუსონის მიერ 1931 წელს ჯონ ბალენის ექსპედიციის გემის პატივსაცემად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Сабрина берег // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 22 — М., 1975.