საბა (თურქეთი)
საბა, სავე (გ. 589) — თურქთა დასავლეთ სახაკანოს მმართველი, უფლისწული აშინას დინასტიიდან. სარდლობდა 589 წელს შუა აზიიდან აღმოსავლეთ ირანში შეჭრილ თურქთა დასავლეთ სახაკანოს ლაშქარს. აგვისტოში ჰერათის ბრძოლაში ირანელმა სარდალმა ბაჰრამ ჩუბინმა თურქები დაამარცხა (საბა თვით ბაჰრამმა მოკლა), რის შემდეგაც თურქთა მოკავშირეებმა სასწრაფოდ დატოვეს ირანის ტერიტორია. ჯუანშერი საბას „თურქთა მეფედ“ იხსენიებს. საბას ძე იყო მოხო (ქართული წყაროებით — ჯიბღუ) იმპერატორ ჰერაკლეს მოკავშირე 626–628 წლებში ირანელთა წინააღმდეგ ომში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოილაძე ვ., ჯუანშერის თხზულებაში მოხსენიებული „თურქთა მეფე საბა“ და „ჯიბღა ერისთავი“, «მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1977, № 2;
- Гутилев Л. Н., Война 589 г., и Гератская битва, «Известия отделения обшественных наук АН Таджикской ССР», 1960, № 2 (23);
- გოილაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 541.