საბა მეტრეველი (დ. 29 ივლისი, 1970) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლოგიის დოქტორი (2004).

საბა მეტრეველი
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1970 (1970-07-29) (54 წლის)
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა კრიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

საბა მეტრეველი დაიბადა 1970 წლის 29 ივლისს. 1987 წელს დაამთავრა რიონის სერგი მესხის სახელობის საშუალო სკოლა. 1987-1989 წლებში მუშაობდა რიონის ცენტრალიზებულ სასოფლო კულტურის სახლში დრამატული წრის წევრად. 1989 წელს შევიდა და 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1990-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე გერმანული ენის სპეციალობით, 1997 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით პროფესორ რევაზ სირაძის ხელმძღვანელობით. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მხატვრული სიტყვის ფუნქციისათვის ადრეულ ქართულ აგიოგრაფიაში“, 2004 წელს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის წოდება.

1994-2007 წლებში საბა მეტრეველი მუშაობდა თბილისის 55-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1994-95 წლებში — პეტრე იბერის რელიგიურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ლექტორად; 2005-2007 წლებში — მცირე აკადემიის მიწვეულ პროფესორად; 2003-2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2009-2013 წლებში — საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელად; 1998 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2011 წელს მიწვეული იყო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორად ბაკალავრიატში; 2014 წლიდან მიიწვიეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორად. 2021 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის სამეცნიერო რედაქტორია.

სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაზეთებთან: „თბილისი“, „ქართული უნივერსიტეტი“, „პრემიერი“; საზოგადოებრივ რადიო FM 102.4 და საპატრიარქოს რადიო „ივერიასთან“. მისი სტატიები ხშირად იბეჭდება საინფორმაციო ინტერნეტპორტალებზე: „GHN“, „TIIMER.GE“, „SPUTNIK - საქართველო“ და სხვ.

საბა მეტრეველის სახელთანაა დაკავშირებული გოდერძი ჩოხელის დამკვიდრება ქართულ თეატრში - მისი ინსცენირებით 2015 წლის 2 ოქტომბერს ს. ახმეტელის თეატრში გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „ბედისწერის თეატრი“ (გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით).[1] საბა მეტრეველის სამეცნიერო ინტერესისა და კვლევის სფეროებია ლიტერატურის ისტორია, კრიტიკა, ქართული დრამატული თეატრის ისტორია და ესთეტიკა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა - პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე (რედაქტორი სოსო სიგუა). გამომცემლობა "საგა", თბილისი, 2022, ISBN 978-9941-49723-0
  • ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები - აგიოგრაფია (რედაქტორი ლაურა გრიგოლაშვილი). გამომცემლობა "საგა", თბილისი, 2020, ISBN 978-9941-9722-1-8
  • ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი (რედაქტორი მაკა ჯოხაძე). თბილისი, გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2018. ISBN 9789941473851
  • გამოლოცვანი (რედაქტორი ამირან არაბული). თბილისი, გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2017. ISBN 9789941465956
  • თამაშის ხელოვნება (რედაქტორი გულიკო კაკაბაძე).თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2016.ISBN 9789941457500
  • კომუნისტური აგიოგრაფია (რედაქტორი მანანა კვაჭანტირაძე).თბილისი, გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2015.ISBN 9789941450662
  • ტრაგიკული ტალანტი (რედაქტორი ვასილ კიკნაძე). თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2012.ISBN 9789941436529
  • ილია და აკაკი - ლიტერატურული ნარკვევები (რედაქტორი იუზა ევგენიძე). თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2011.ISBN 9789941436246
  • წმინდა ასურელ მამათა „წამება-ცხოვრებანი“ (რედაქტორი ლაურა გრიგოლაშვილი). თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2010. ISBN 978994141
  • წმინდა ასურელ მამათა „წამება-ცხოვრებანი“. თბილისი, 2010, მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, გამომცემლობა „ანბანი“, 2013. ISBN9789941416613.
  • მსახიობის სიტყვათმეტყველება (რედაქტორი მანანა გეგეჭკორი). თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2009.
  • ქართული აგიოგრაფიის იკონოგრაფიული სახისმეტყველება (რედაქტორი რევაზ ბარამიძე). თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2008.ISBN 9789941404047
  • აგიოგრაფიული სიტყვა და ლოგოსი (რედაქტორი რევაზ სირაძე). თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, ISBN 99928-58-25-7
  • სავარჯიშოები ქართულ მართლწერაში (რედაქტორი ფიქრია მაკალათია). თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 1997; მეორე გადამუშავებული გამოცემა 2000.