მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავაძე.

საბა თავაძე (დ. 14 თებერვალი, 1993) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი. აქვს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეობა.

საბა თავაძე
საბა თავაძე.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
საბა თავაძე
დაბადების
თარიღი
14 თებერვალი, 1993 (1993-02-14) (26 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ნომერი 7
ახალგაზრდული კარიერა
დინამო თბილისი
ცხინვალი
ობოლონი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013-2014 ჰირნიკ-სპორტი 8 (1)
2014-2015 მეშახტე ტყიბული 16 (2)
2015-2016 საპოვნელა თერჯოლა 4 (0)
2017-2017 შევარდენი-1906 16 (6)
2017- დინამო თბილისი 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 აპრილი, 2017

კარიერარედაქტირება

დაიბადა თბილისში. თამაშობდა „დინამო თბილისის“ ასაკობრივ გუნდებში, შემდეგ გადავიდა „ცხინვალის“ დუბლებში. 18 წლის ასაკში ჩაირიცხა უკრაინული „ობოლონის“ ახალგაზრდულ გუნდში. იმის გამო, რომ უკრაინის ჩემპიონატში შეზღუდული იყო ლეგიონერთა რაოდენობა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, მაგრამ ქართული მოქალაქეობაც დაიტოვა. 2013 წელს ჩაირიცხა პოლტავის კლუბ „ჰირნიკ-სპორტში“. 2013-14 წლების სეზონში ჩაატარა 8 მატჩი და გაიტანა 1 გოლი. სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც „ცხინვალში“ დაიწყო ვარჯიში. 2015 წლიდან შეუერთდა მეორე ლიგაში მოასპარეზე ტყიბულის „მეშახტეს“, სადაც ჩატარებულ 16 მატჩში, 2 გოლის გატანა შეძლო. 2015-16 წლების სეზონში ირიცხებოდა თერჯოლის „საპოვნელაში“, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. 2016 წლის გაზაფხულზე ვარჯიშობდა აზერბაიჯანულ ზაქათალის „სიმურგში“, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი გაატარა მეორე ლიგაში მოასპარაზე „შევარდენის“ შემადგენლობაში, მან ჩემპიონატის 16-ვე მატჩი ჩაატარა და გაიტანა 6 გოლი.

სეზონის დასრულების შემდეგ სინჯებზე მიიწვიეს „დინამო თბილისში“, რის შემდეგაც იგი თბილისური კლუბის ღირსებას იცავს.[1]

სქოლიორედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება