სააქიმო, საექიმო — ძველ საქართველოში ექიმის გასამრჯელოდ და საერთოდ მკურნალობაზე გაწეული ხარჯის საზღაური, რომელიც სხეულის დაშავების შემთხვევაში ვნების მიმყენებელს ან მისთვის პასუხისმგებელ პირს დაზარალებულისათვის უნდა გადაეხადა. ვახტანგ VI-ის სამართალი (მმ. 92, 194, 197) სააქიმოს ითვალისწინებს ფათერაკისათვის ანდა „ათს წლამდის ყმაწვილის ნაქნარის საქმისათვის“.

ლიტერატურა

რედაქტირება