სააფთიაქო ხიდი (რუს. Аптекарский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე კარპოვკაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და სააფთიაქოს კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 22,1 მეტრი, ხოლო სიგანე — 96 მეტრი. სიგანით მეორე ხიდია სანქტ-პეტერბურგში ლურჯი ხიდის შემდეგ.

სააფთიაქო ხიდი
რუს. Аптекарский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°58′02″ ჩ. გ. 30°19′55″ ა. გ. / 59.96722° ჩ. გ. 30.33194° ა. გ. / 59.96722; 30.33194
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია კარპოვკა
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 22,1 
სიგანე 96 
გახსნის თარიღი 1737 წ.
რეკონსტრუქცია 1889, 1914, 1946, 1974-1975 წწ.
სააფთიაქო ხიდი — რუსეთი
სააფთიაქო ხიდი
სააფთიაქო ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
სააფთიაქო ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს მდინარის სათავესთან, გრენადერების ხიდთან ერთად ქმნის ხიდის წინა მოედანს. აკავშირებს სააფთიქოსა და პეტროგრადის სანაპიროებს, ჩაპაევის ქუჩასა და კარპოვკის სანაპიროს. ხიდთან ახლოს მდებარეობს ბოტანიკური ბაღი.

დინების ქვემოთში მდებარეობს პეტროპავლოვსკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ვიბორგსკაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდის სახელწოდება ცნობილია 1798 წლიდან და მომდინარეობს სააფთიაქოს ბოსტნის მიხედვით, რომელიც ბოტანიკური ბაღის ადგილზე მდებარეობდა XVIII საუკუნეში.

ხის ხიდი, რომელიც სააფთიაქოს ბოსტანს აკავშირებდა ქალაქთან, ამ ადგილზე არსებობდა 1737 წლიდან. იგი იყო სამმალიანი, ძელებზე აგებული და არაერთხელ მოხდა მისი გარემონტება. 1889 წელს გაამაგრეს ბურჯები და ხიდთან ახლოს მდებარე დამბა, გამოცვალეს ზეწრები. 1914 წელს მიმდინარეობდა კიდევ ერთი სარემონტო სამუშაოები. 1946 წელს შუა მალა გადახურეს მეტალის მალთაშორისი ნაგებობით. ხიდის ბურჯები კვლავ ხის დარჩა. ხიდის სიგრძემ შეადგინა 26,6 მეტრი, ხოლო სიგანე — 12,7 მეტრი. 1974-1975 წლებში გრენადერების ხიდის გადაკეთებასთან დაკავშირებით, ააგეს ერთმალიანი რკინა-ბეტონის ხიდი კომბინირებული სისტემით (ამის გამო ძველი სააფთიაქო ხიდის მოედანი გაფართოვდა თითქმის ორჯერ). პროექტის ავტორი იყო ინჟინერი ბ. ბ. ლევინი და არქიტექტორები ლ. ა. ნოსკოვი და პ. ა. არეშევი.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი ერთმალიანია, აგებულია კომბინირებული სისტემით. მისი ბურჯები მასიური რკინა-ბეტონის ბლოკებისაა, მოპირკეთებულია გრანიტით.

ხიდი განკუთვნილია ავტოტრანსპორტისთვის, ტრამვაისთვისა და ფეცხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილიც და ტროტუარებიც ასფალტ-ბეტონისაა. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია გრანიტის ფილებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Азбелев П. П. На углу Аптекарского острова, или Что бродит в голове, когда стоишь на Аптекарском мосту: (историко-краеведческие заметки). — СПб.: Лема, 2011. — 48 с. — ISBN 978-5-98709-437-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება