რქაწითელი ოხრახუშა

რქაწითელი ოხრახუშაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

რქაწითელის ერთ-ერთი ვარიაციაა. გამორჩეულია 1953 წელს ვასილ ლოლაძის მიერ. გაშენებულია საცდელ ნარგავებში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ან მთლიანად შიშველია, ან შეიმჩნევა თხელი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა. ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური, მოყვითალო-ოქროსფერი.

რქაწითელი ოხრახუშა სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და მაღალმოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5 გ/ლ-ს.

გამოსადეგია მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი, მშრალო ღვინის დასაყენებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 316