რუსული ტვირთმზიდი ცხენი — ტანმორჩილი ტვირთმზიდი (საჯაგავი) ცხენის ჯიში. გამოიყვანეს რუსეთში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი შესაბმელი ცხენების ბელგიურ არდენებთან და სხვა ტვირთმზიდ ცხენებთან განდევნითი შეჯვარების გზით. რუსული ტვირთმზიდი ცხენი მასიურია, ჰარმონიულად აგებული, მაგარი კონსტიტუციის, ფერად თაფლა, სისვი, იშვიათად ქურანა, ზოგჯერ ლურჯა და გიშერა.

რუსული ტვირთმზიდი ცხენი

საშუალო განაზომებია (სმ): აჯილღისა — სიმაღლე მინდაოში 150, ტანის ირიბი სიგრძე 158,3, გულმკერდის ირგვლივი 194, ნების ირგვლივი 22; საშუალო ცოცხალი მასა 590 კგ, ფაშატისა — 560 კგ.

ლიტერატურარედაქტირება