რუსული მუსიკა მოიცავს რუსი ხალხის მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობას. აქ იგულისხმება რუსი და საბჭოთა კომპოზიტორების შემოქმედება, რუსული ფოლკლორი, რუსული რომანსი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პოპულარული მუსიკა. ასევე საგულისხმოა რუსული როკ-მუსიკა და ბარდების შემოქმედება.

რუსული მუსიკა
ჟანრები
სპეციფიკური ფორმები
სასულიერო მუსიკა
ტრადიციული მუსიკა
მედია
მუსიკალური ჯილდოები
ეროვნული და პატრიოტული სიმღერები
ეროვნული ჰიმნი

ხალხური მუსიკა

რედაქტირება

რუსული ხალხური მუსიკა მომდინარეობს კიევური რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სლავური ტომებისგან. რადგან ეთნიკურად მოსახლეობა სხვადასხვა ეროვნებისგან შედგებოდა, რუსული მუსიკა, სლავურის გარდა, ითავსება სხვა ტიპის მოტივებსაც. ჩვენს დრომდე (XXI საუკუნე) მოაღწიეს წარმართული წარმოშობის მქონე სიმღერებმაც, ისევე როგორც ქრისტიანული ტრადიციებით დაცულმა შემოქმედებამ.

კლასიკური მუსიკა, ოპერა და ბალეტი

რედაქტირება
 
პეტრე ჩაიკოვსკი
 
მიხეილ გლინკა პირველი რუსი კლასიკოსი კომპოზიტორი

რუსული კლასიკური მუსიკა შეადგენს ისეთ დიდ კომპოზიტორებს, როგორებიც არიან პეტრე ჩაიკოვსკი, მიხეილ გლინკა, „მძლავრი ჯგუფი“, სერგეი რახმანინოვი, იგორ სტრავინსკი და სხვა. საბჭოთა კომპოზიტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნები არიან: სერგეი პროკოფიევი და დიმიტრი შოსტაკოვიჩი

რუსულ მუსიკაში არის ბევრი მსოფლიოში განთქმული ნაწარმოები, მათ შორის:

კლასიკური ოპერის მომღერლებიდან გამოირჩევა თეოდორე შალიაპინი.