რუსუდან კვანჭახაძე
რუსუდან კვანჭახაძე (დ. 20 სექტემბერი, 1965, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1993–1994 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1998 წლის იანვრიდან იოდდეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის ცენტრის ექიმი–ენდოკრინოლოგი. 1996 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტ „ესკულაფეს“ პრორექტორი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ენდოკრინოლოგიის პრობლემებს. 1998 წელს მიღებული აქვს მიკროელემენტების დეფიციტის ელიმინაციის მიკრო–სექტორული კურსის დამთავრების სერთიფიკატი.
1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობის შედეგების გავლენა თირკმელზე და ჯირკვლის მორფო–ფუნქციურ მდგომარეობაზე.“
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მაკრო-და მიკროელემენტების სტატუსი ორსულობის პერიოდში (ავტორი). თბილისი, 2010 გვ. 86
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 149