რუსუდან ენუქიძე
რუსუდან ივანეს ასული ენუქიძე (დ. 23 ივნისი, 1933, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, მოცეკვავე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1993), პროფესორ-ემერიტუსი (2009). საქართველოს დამსახურებული არტისტი (1963).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1951). იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიის ანსამბლის სოლისტი და თარჯიმანი (1957–1964). 1964 წლიდან თსუ-ის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის თანამშრომელია, 1992–2006 წლებში იყო ამავე კათედრის გამგე, 2006–2009 წლებში — ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. იკვლევს ტექსტის ლინგვისტიკის პრობლემებს, მხატვრული ტექსტის პროცესუალურ-დინამიკურ ასპექტს. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002), ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (2010). ენუქიძის მეუღლე იყო ფილოსოფოსი გურამ თევზაძე, შვილები — სოციოლოგი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძე და ბიოლოგი გელა თევზაძე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- დროულ-სივრცობრივ მიმართებათა ლინგვისტური ორგანიზაცია მხატვრულ ტექსტში, თბ., 1984.
- ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა, თბ., 1990. Художественный хронотоп и его лингвистическая организация, Тб., 1987.
- Business English for Students, Tb., 2005 (თანაავტ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 17.