რუსკა ქარქაშაძე
რუსკა ქარქაშაძე (დ. 7 აპრილი, 2003, თბილისი, საქართველო) — ქართველი მსახიობი[1]და ტელეწამყვანი.
რუსკა ქარქაშაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | რუსუდან ქარქაშაძე |
დაბადების თარიღი |
7 აპრილი, 2003 თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2013-დღემდე |
დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში (ერთ-ერთი იყო დებიუტი ნიკა საბაშვილის „1945“-ში, რომელშიც ადოლფ ჰიტლერის შეყვარებულის როლი შეასრულა[2]), ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში და „კომედი არხის“ ტელესერიალ „კომედი კიდსში“. 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“.
2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|
2013 | ფ | არარეალური სახლი | |
2016–2023 | ს | ხელოვნური სუნთქვა | მელანო |
2018 | ფ | იზი და ჯადოქარი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ რუსკა ქარქაშაძე: მეუბნებიან, ისე თამაშობ, თითქოს უმაღლესი გაქვს დამთავრებულიო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-30. ციტირების თარიღი: 2017-06-25.
- ↑ როგორ იპოვეს „ხელოვნური სუნთქვის“ მთავარი გმირი[მკვდარი ბმული]