რუსიანის სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
რუსიანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიანში, სოფლის განაპირას. განეკთვნება XII-XIV საუკუნეებს. ძეგლი შემთხვევით აღმოჩნდა 1965 წელს. ერთ-ერთ დანგრეულ სამარხში გამოვლინდა ბრინჯაოს ოვალურად მორკალული, მრგვალღეროიანი, თავგახსნილი საყურე, ბრინჯაოსა და რკინის სამკაულები.
ლიტერატურა რედაქტირება
- ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 194.