რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები (2018)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ფედერაციის საბჭოს დადგენილების თანახმად[1] ჩატარდა 2018 წლის 18 მარტს.[2] რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაური აირჩიეს ექვსწლიანი ვადით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და საიდუმლო ხმისმიცემის გზით.[3][4][5]

არჩევნებში მონაწილეობის ნებართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან სულ რვა კანდიდატმა მიიღო. ესენი არიან სერგეი ბაბურინი („რუსული საერთო-სახალხო კავშირი“), პავლე გრუდინინი („რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“), ვლადიმერ ჟირინოვსკი („რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია), ვლადიმერ პუტინი (კანდიდატურა წამოაყენა საინიციატივო ჯგუფმა), ქსენია სობჩაკი („სამოქალაქო ინიციატივა“), მაქსიმ სურაიკინი („რუსეთის კომუნისტები“), ბორის ტიტივი („ზრდის პარტია“), გრიგორი იავლინსკი („იაბლოკო“).[6]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, არჩევნების პირველ ტურშივე გამარჯვება მოიპოვა რუსეთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხმათა 76,69 პროცენტით, რის შედეგადაც ის აირჩა მეორე გადაბმულ ვადაზე (და მეოთხეზე მთლიანობაში, თუ გავითვალისწინებთ მის პირველ ორ ვადასაც 2000-2008 წლებში).[7]

არჩევნების ორგანიზება

რედაქტირება

არჩევნების ორგანიზაციითა და ჩატარებით დაკავებული იყო რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისია — დამოუკიდებელი კოლეგიური ფედერალური სახელმწიფო ორგანო, შემდგარი გადამწვყეტი ხმის უფლების მქონე 15 წევრისგან. არჩევნების პერიოდში მოქმედი კომისიის შემადგენლობის ფორმირება მოხდა 2016 წლის მარტში 5 წლის ვადით.[8]

2017 წლის 6 დეკემბერს ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარი, კანდიდატად დაერეგისტრირებინა ალექსეი ნავალნი სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს რუსეთში პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას და არჩევნების დემოკრატიულობას. სამსახურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ადამიანის უფლებათა ვეროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნის უფლება სამართლიან სასამართლო პროცესზე „კიროვლესის“ საქმის შემთხვევაში დაირღვა.[9][10] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმაც გამოთქვა თავისი შეწუხება ნავალნისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნები ჩაეტარებინა.[11] საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქცია სახელმწიფოს შიდა საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა.[12]

სახელმწიფო დაფინანსება

რედაქტირება

2018 წლის არჩევნების ჩატარებაზე მთლიანობაში დაიხარჯა 17,69 მილიარდი რუბლი, რაც 1,9 მილიარდი რუბლით მეტია წინა არჩევნებთან შედარებით.[13]

ვიდეოდაკვირვების ორგანიზაციაზე მოცემული თანხიდან დაიხარჯა 2,7 მილიარდი რუბლი.[14]

რუსეთის ფედერაციის კანონების თანახმად, პარტია, რომელიც პრეზიდენტის კანდიდატს წამოაყენებს და რომელიც არანაკლებ ხმათა სამ პროცენტს დააგროვებს, მიიღებს კანდიდატის მიერ მიღებული თითოეული ხმისთვის არანაკლებ 20 რუბლისა.[15]

კანდიდატები

რედაქტირება

შესაძლო კანდიდატები

რედაქტირება
  • 2012 წელს მსახიობმა ივანე ოხლობისტინმა განაცხადა, რომ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ამის ნებართვას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობა მისცემდა.[16]
  • 2013 წელს ნაციონალისტმა დიმიტრი დიომუშკინმა განაცხადა, რომ სურდა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო,[17] თუმცა, 2017 წლის აპრილში იგი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282 მუხლით 2,5 წლით გაასამართლეს. არჩევნების დროს დიომუშკინი ციხეში იჯდა.[18]
  • 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადა ფინანსური პირამიდის „МММ“ დამფუძნებელმა სერგეი მავროდიმ.[19]

აგიტაცია

რედაქტირება

2018 წლის 14 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესთავაზა პირველ არხს შეეჩერებინა ოლივერ სტოუნის დოკუმენტური ფილმის „ინტერვიუ პუტინთან“ ჩვენება. ამავე დროს, ცესკოს თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ აღნიშნა, რომ ფილმში აგიტაციის კვალი არ არსებობდა.[20][21] ცესკოს შეთავაზებამდე, პარტია „იაბლოკოს“ ლიდერმა, ემილია სლაბუნოვამ მიმართა ცესკოს ფილმის ჩვენების შეწყვეტის მოთხოვნით. პარტიის აზრით, ფილმის ჩვენება უკანონო წინასაარჩევნო აგიტაცია იყო. პარტიაში აღნიშნეს, რომ ფილმის ჩვენებაში პუტინის წინასაარჩევნო შტაბი ფულს არ იხდიდა, თანაც ჩვენება მიდიოდა აგიტაციის დაწყების ნებართვის თარიღამდე. ქსენია სობჩაკის საიტზეც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მისი ადვოკატები ამზადებდნენ სარჩელს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და აპირებდნენ ფილმის ჩვენების შეწყვეტის მოთხოვნას.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, სტოუნის ფილმზე საუბრისას, 13 თებერვალს განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს უფლება რამენაირად ჩაერიოს ტელეარხების სარედაქციო პოლიტიკაში და არც აკეთებს ამას.[22][23] პირველმა არხმა ინტერვიუს ბოლო სერიის ჩვენება გააუქმა[24].

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის სამი კანდიდატი, ქსენია სობჩაკი, პავლე გრუდინინი და ვლადიმერ ჟირინოვსკი სტუმრად იყვნენ ინტერნეტ-გადაცემაში вДудь, რომელიც ტელეწამყვან იური დუდს მიჰყავს.

შედეგები

რედაქტირება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შედგა 97,3 ათას საარჩევნო უბანზე რუსეთში და 401 უბანზე საზღგვარგარეთ.[25]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, გამარჯვებული პირველი ტურში გამოვლინდა და ეს იყო მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მეორე გადამბულ ვადაზე აირჩიეს (ან მეოთხეზე, თუ გავითვალისწინებთ მის პირველ ორ ვადას 2000-2008 წლებში). პუტინმა მიიღო 56 430 712 ხმა, ან კიდევ არჩევნებზე მისულთა ხმების 76,69%. 2018 წლისთვის, ეს არის მისი საუკეთესო შედეგი.[26] ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან, ოფიციალური მონაცემებით, პუტინს მხარი დაუჭირა 51,77%-მა.

არჩევნებზე მივიდა 73 629 581 ადამიანი, ან კიდევ, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 67,54 პროცენტი.[27]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Постановление СФ ФС РФ от 15.12.2017 N 528-СФ «О назначении выборов Президента Российской Федерации».ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2018
  2. Выборы президента России 2018, результаты, явка, новости: онлайн (2018-03-18).
  3. Конституция Российской Федерации, статья 81.
  4. Президент избирается сроком на шесть лет гражданами Российской Федерации на основе всеобщего равного и прямого избирательного права при тайном голосовании.
  5. „Федеральный закон о поправке к Конституции Российской Федерации от 30 декабря 2008 г. № 6-ФКЗ «Об изменении срока полномочий Президента Российской Федерации и Государственной Думы»“. Федеральный выпуск № 4824. Российская газета. 31 декабря 2008. ციტირების თარიღი: 2017-12-07. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Кандидаты на должность Президента Российской Федерации. ЦИК РФ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-26. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  7. Владимир Путин принял решение идти на выборы в 2018 году. Что ждать от нового срока? (2017-12-07).
  8. Виктор Венгеров. (2016-03-03) Определен новый состав ЦИК. Наблюдатели Петербурга.
  9. Евросоюз раскритиковал отказ ЦИК зарегистрировать Навального, 26.12.2017. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 2017-12-26.
  10. О решении ЦИК России о недопуске Алексея Навального к участию в президентских выборах 2018 года. EEAS. ციტირების თარიღი: 2017-12-26.
  11. „Госдепартамент выразил обеспокоенность в связи с отказом ЦИК Навальному в регистрации“. ТАСС. ციტირების თარიღი: 2017-12-27.
  12. „Захарова прокомментировала реакцию Госдепа на решение ЦИК по Навальному“. РИА Новости. 2017-12-27. ციტირების თარიღი: 2017-12-27.
  13. „ЦИК утвердил бюджет выборов президента“. Ведомости. 18.12.2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  14. „В ЦИК рассказали о проекте установки видеокамер на выборах президента“. РИА Новости.
  15. Федеральный закон от 11.07.2001 № 95-ФЗ (ред. от 05.12.2017) «О политических партиях».
  16. Изоляция и монархия. Эксперт Online (2012-11-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-07. ციტირების თარიღი: 2016-07-30.
  17. Демушкин собрался баллотироваться в президенты. Лента.ру (2013-04-05). ციტირების თარიღი: 2016-07-30.
  18. „Националиста приговорили по «делу о картинке»“. Коммерсантъ. 2017-04-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-31. ციტირების თარიღი: 2018-01-31.
  19. МАВРОДИ ХОЧЕТ СТАТЬ ПРЕЗИДЕНТОМ РОССИИ. dni.ru (2013-04-11). ციტირების თარიღი: 2016-07-30.
  20. „ЦИК предложил Первому каналу отложить показ фильма Стоуна о Путине“. РИА Новости (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-02-14.
  21. „ЦИК рекомендует Первому каналу отложить показ фильма "Путин" до конца выборов“. ТАСС (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-02-14.
  22. „ЦИК предложил Первому каналу отложить показ фильма Стоуна о Путине“. РИА Новости (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-02-14.
  23. „Песков прокомментировал показ фильма о Путине“. РИА Новости (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-02-14.
  24. „«Первый канал» отменил показ последней серии фильма «Путин»“. РБК.
  25. „СМИ сообщают об ажиотаже на избирательных участках в Петербурге“. Деловой Петербург. 2018-03-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-02. ციტირების თარიღი: 2018-04-02.
  26. Путин заручился рекордной в истории России поддержкой избирателей (2018-03-19).
  27. „Итоговая явка на выборах президента составила 67,54%“. РИА Новости. 2018-03-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-23. ციტირების თარიღი: 2018-03-23.