вДудь
„вДудь“ — რუსულენოვანი საავტორო ინტერნეტ-შოუ ინტერვიუს ფორმატში, რომლის ავტორი და წამყვანი არის იური დუდი. შოუს პირველი გამოშვება გამოვიდა ვიდეოჰოსტინგ „YouTube“-ზე 2017 წლის 7 თებერვალს.
აღწერა
რედაქტირებაინტერნეტ-შოუ „вДудь“-ში ცნობილი ჟურნალისტი, ინტერვიუერი, ტელეწამყვანი და საიტ Sports.ru-ს მთავარი რედაქტორი, იური დუდი[1] იღებს ინტერვიუებს მუსიკოსებთან, პოლიტიკოსებთან, ინტერნეტის, კინოს და კულტურის მოღვაწეებთან. თავად იურის თქმით, თავიდან, ეს ფორმატი მან მოიფიქრა რათა ევარჯიშა სპორტული ინტერვიუების გაკეთება. პირველ გამოშვებაში დუდის სტუმარი იყო რეპერი Баста. ვიდეომ მოაგროვა 100 000 ნახვა დადებიდან პირველი დღეში; უკვე მესამე გამოშვებიდან, შოუს გაუჩნდა მუდმივი სარეკლამო პარტნიორი, საიტი Aviasales.ru.[2] პირველი გამოშვებების გადაღება დუდს თავისი სახსრებით მოუწია, ხოლო შემოქმედებითი ფუნდი ფაქტობრივად უფასოდ მუშაობდა.[3] დროის განმავლობაში, სპონსორების რაოდენობამ მატება დაიწყო.[4] რუსეთის ბლოგერების გამოკვლევის სააგენტოს მონაცემებით, ერთი სარეკლამო რგოლი არხზე 1,2 მილიონი რუბლი ღირს,[5] ხოლო სხვა წყაროს ინფორმაციით 2 მიიონი რუბლი.[6][7] გამოკვლევის სააგენტოს გამოძიების თანახმად, დუდმა სარეკლამო შემოსავლის სახით 2017 წლის მეორე ნახევარში 17 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო.[8] ეს ინფორმაცია თავად იური დუდმაც დაადასტურა.[9] 2018 წლის ივლისში, ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ რუსი ცნობადი სახეების სიაში დუდმა დაიკავა 50-ე ადგილი.[10][11]
ინტერვიუები გამოდის თითქმის ყოველ კვირას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სეზონებს შორის არის შესვენება. ინტერვიუ წარმოადგენს გულწრფელ საუბარს სტუმრებთან, რომელიც გრძელდება ორმოცი წუთიდან საათნახევრამდე. პროექტის არსებობის პირველ ხუთ თვეში, არხი გამოიწერა ერთ მილიონ ადამიანზე მეტმა.[12][13] თავად იური შოუს წარმატებას საკმაოდ „დიდი მოულოდნელობას“ უწოდებს და ესმის, რომ პოპულარობა შეიძლება გაქრეს ისევე სწრაფად, როგორც მოვიდა. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, შოუს არხი გამოიწერა 4-მა მილიონმა მომხმარებელმა,[14] რისი წყალობითაც პროექტი არის ყველაზე პოპულარული არხების ორმოცდაათეულში.[15]
2018 წლის ივლისში საწარმო კუთვნილების ფედერალური ინსტიტუსი საიტზე გამოჩნდა იური დუდის მოთხოვნა, დაერეგისტრირებინათ მის სახელზე ბრენდი „вДудь“[16] და მისი ლოგოტიპი[17]. ასე, იური დუდი შეძლებს ოფიციალურად გამოუშვას და გაყიდოს ამ მარკის ქვეშ სუვენირები და სხვა სახის პროდუქცია.[18]
საპრეზიდენტო კანდიდატების სტუმრობა
რედაქტირებაგადაცემის სტუმრები იყვნენ ვლადიმერ ჟირინოვსკი, ქსენია სობჩაკი და პავლე გრუდინინი, 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები. გრუდინინმა და დუდმა ინტერვიუს დროს სანაძლეო დადეს — თუ გრუდინინი არჩევნებზე ხმათა 15 პროცენტზე ნაკლებს მიიღებდა, მაშინ მას ულვაშები უნდა მოეპარსა, ხოლო თუ 15 პროცენტზე მეტს, მაშინ იური დუდს თავი უნდა გადაეპარსა.[19]. შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გრუდინინმა დააგროვა ხმათა 12 პროცენტზე ნაკლები.[20] ამის შემდეგ, დუდმა თავის Twitter-ში საბჭოთა საპარსის ფოტო დადო.[21] გრუდინინმა, თავის მხრივ, სთხოვა დუდს, კამერაზე ეთქვა, რომ ჩატარებული არჩევნები სამართლიანი იყო.[22] საპასუხოდ, საიტ Sports.ru-ზე, რომლის მთავარი რედაქტორიც მაშინ დუდი იყო, გამოვიდა ინტერაქტიული თამაში, სადაც მომხმარებლებს უნდა გაეკეთებინათ არჩევანი: ან გადაეპარსათ თმა დუდისთვს, ან მოეპარსათ გრუდინინის ულვაშები.[23][24] რამდენიმე დღეში, ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც გრუდინინმა აღიარა, რომ სანაძლეო წააგო (მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, შედეგების ფალსიფიკაციის და მანიპულირების გარეშე იგი 15 პროცენტზე მეტს მიიღებდა) და ულვაშები მოიპარსა.[25]
სასამართლო დავა
რედაქტირება2018 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ PR-სააგენტოს „Простор: PR & Консалтинг“-ის გენერალურმა დირექტორმა, რომან მასლენიკოვმა სასამართლოში უჩივლა იური დუდს ნარკოტიკების პროპაგანდისთვის, რაც მან მის არხზე დადებულ რამდენიმე გამოშვებაში დაინახა.[26] თავის საჯარო გამოსვლაში მასლენიკოვმა მოითხოვა, დუდს წაეშალა ინტერვიუები ბასტასთან, ვლადისთან, გუფთან, სკრიპტონიტთან და ბლედნისთან და გადაეხადა 1 მილიონი რუბლი მორალური ზიანისთვის.[27] თუმცა, სარჩელის ტექსტსი მასლენიკოვის მოთხოვნები უფრო პატარა იყო: იგი ითხოვდა წაეშალათ ის ფრაგმენტები, სადაც ნახსენები იყო ნარკოტიკები, მათი მიღების საშუალებები და სხვა ინფორმაცია, რომელიც პროპაგანდად შეიძლება ჩაითვალოს.[28][29] რამდენიმე დღეში, იზმაილოვის რაიონული სასამართლოს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ სარჩელის განხილვა გადაიდო ერთი თვით „არსებითი ხარვეზების გამო“. მისი თქმით, მოსარჩლეს ისინი დროზე რომ გამოესწორებინა, განხილვა შეიძლება იმავე წლის 10 ივლისს მომხდარიყო.[30] სასმართლოს საიტზე დადებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 16 ივლისს სარჩელს მიენიჭა სტატუსი „არაა შეტანილ“.[31] აგვისტოს დასაწყისში სარჩელი დაუბრუნეს მოსარჩლეს,[32] რადგანაც ხარვეზები, რომელთა შესახებაც სასამართლომ განაცხადა, არ გამოსწორდა.[33]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт Юрия Дудя დაარქივებული 2018-10-22 საიტზე Wayback Machine.
- вДудь — არხი YouTube-ზე
- Официальная группа «вДудь» ВКонтакте
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Юрий Дудь: «Новый главный редактор Sports.ru – Александр Аксенов»“. Sports.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-09-17.
- ↑ „Как Юрий Дудь создал один из самых сильных персональных брендов в медиа“. Журнал РБК. ციტირების თარიღი: 2018-05-18.
- ↑ Кто такой Юрий Дудь и как журналисту украинского происхождения удается критиковать Путина в России. ru.espreso.tv. ციტირების თარიღი: 2018-06-14.
- ↑ „Глава CarPrice рассказал об отсутствии прироста клиентов от рекламы в шоу «вДудь»“. Афиша (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-11.
- ↑ „Сколько стоит реклама у Юрия Дудя, Николая Соболева, Кати Клэп и других популярных блогеров“. Афиша (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-11.
- ↑ „Сколько стоит реклама во «вДудь»: Амиран Сардаров рассказал о пропасти между доходами блогеров | Телеканал 360°“. Телеканал 360° (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-11.
- ↑ „Стало известно, сколько зарабатывает Юрий Дудь“. Life.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-11.
- ↑ „Сколько зарабатывают Юрий Дудь, Wylsacom, Николай Соболев и другие популярные блогеры“. Афиша (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-11.
- ↑ „Вышел первый выпуск шоу Басты «Gazlive» с Юрием Дудем“. Афиша (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-25.
- ↑ „Журналисты Forbes впервые включили Ю. Дудя в свой рейтинг“. Бизнес портал Москвы - новости бизнеса. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
- ↑ „Татьяна Навка и Юрий Дудь вошли в рейтинг знаменитостей Forbes-2018“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-30. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
- ↑ „«Топай на телевидение, твое место там!»“. ციტირების თარიღი: 2018-05-18.
- ↑ „«Тот же Ургант, только с матом и шутками про геев»“. ციტირების თარიღი: 2018-05-18.
- ↑ вДудь's Real-Time Subscriber Count - Social Blade YouTube Stats | YouTube Statistics. socialblade.com. ციტირების თარიღი: 2018-06-05.
- ↑ „Рейтинг каналов YouTube — Топ-500“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-05.
- ↑ Заявки на товарные знаки, знаки обслуживания (05.07.2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26.07.2018. ციტირების თარიღი: 07.11.2018.
- ↑ Заявки на товарные знаки, знаки обслуживания (05.07.2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26.07.2018. ციტირების თარიღი: 07.11.2018.
- ↑ „Юрий Дудь зарегистрировал бренд "вДудь"“. Life.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-07-26.
- ↑ Даниил Александров. (19 марта 2018) «Юрий будет брить». Главная интрига этих выборов — сбреет ли Грудинин усы после спора с Дудём.
- ↑ „Грудинин проспорил на выборах свои усы. Их придется сбрить“. Meduza (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-22. no-break space character არის
|title=
-ში №22 პოზიციაზე (დახმარება) - ↑ Юрий Дудь в Твиттер. twitter.com. ციტირების თარიღი: 2018-05-22.
- ↑ „Грудинин обещал сбрить усы, если Дудь назовет выборы честными“. snob.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-22.[მკვდარი ბმული]
- ↑ Михалина, Дарья. „Дудь нашел способ сбрить Грудинину усы“. Телеканал «Звезда» (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-22.
- ↑ „Грудинин все-таки сбрил усы. Попробуй сделать лучше“. Sports.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-22.
- ↑ „Грудинин сбрил усы после спора с Дудем: видео“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-05-22.
- ↑ „Москвич подал в суд на Дудя, обвинив его в пропаганде наркотиков“. Life.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-06.
- ↑ „На Юрия Дудя подали в суд за пропаганду наркотиков“. Афиша (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-06.
- ↑ „Юрий Дудь стал ответчиком по иску на 1 рубль“. ПРАВО.Ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-07-03.
- ↑ „Кто обвинил Дудя в пропаганде наркотиков: не повторяйте, дети“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-07-03.
- ↑ „Московский суд решит судьбу скандального канала «вДудь» 10 июля“. Рамблер/новости (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-11. no-break space character არის
|title=
-ში №15 პოზიციაზე (დახმარება) - ↑ Информация по делу № М-2879/2018 | Информация по первичным документам гражданского производства | Информация по судебным делам | Сервисы | Измайловский районный суд | Официальный портал судов общей юрисдикции города Москвы. www.mos-gorsud.ru. ციტირების თარიღი: 2018-07-26.
- ↑ „Суд вернул москвичу иск против Юрия Дудя за пропаганду наркотиков | Телеканал 360°“. Телеканал 360° (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-08-07.
- ↑ „Суд вернул москвичу иск к Дудю с требованием удалить интервью Басты и Гуфа“. ТАСС (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-08-07.