რუსა Iურარტუს მეფე ძვ. წ. VIII საუკუნის II ნახევარში, ძვ. წ. 735-714 წწ. სარდური II-ის შვილი.

რუსა I
ურარტუს მე-7 მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 735
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 714
წინამორბედი: სარდური II
მემკვიდრე: არგიშთი II
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 714
შვილები: არგიშთი II
მამა: სარდური II

თავდაპირველად შეძლო ურარტუს გაძლიერება და მისი საზღვრების ერთგვარი გაფართოება (სევანისპირეთის მიწების დაპყრობა, ურმიისპირეთის ოლქების დამორჩილება). შემდგომში კიმერიელებმა დაამარცხეს. ძვ. წ. 714 წელს სარგონ II-სთან ბრძოლაში დამარცხებულმა რუსამ თავი მოიკლა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მელიქიშვილი, გ. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, ,,მეცნიერება", თბილისი, 1988, გვ.323