რუპნარაიანი — მდინარე ინდოეთში. სათავეს იღებს ჩჰოტა-ნაგპურის პლატოზე, ქალაქ პურულიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შემდეგ იგი დაკლაკნილი დინებით სამხრეთ-აღმოსავლეთით მიედინება და გადაკვეთს ქალაქ ბანკურას, სადაც ის დვარაკესვარის სახელითაა ცნობილი. ქალაქ გჰატალის სიახლოვეს ერწყმის მდინარე სილაი. საბოლოოდ კი, რუპნარაიანი მდინარე ჰუგლის უერთდება.

რუპნარაიანი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
link=commons:Category:{{{Commons}}} რუპნარაიანი ვიკისაწყობში

მდინარის წყლებში გავრცელებულია თევზი Tenualosa ilisha, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბენგალურ სამზარეულოში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება