ჰუგლი (ბენგალ. হুগলী) — მდინარე განგის ტოტი ინდოეთში, ბენგალის შტატში. მისი სიგრძე 260 კმ-ია. განგს გამოეყოფა ფარაკის დამბით, მურშიდაბადის რაიონში. მდინარეზე გაშენებულია ქალაქები — ჰუგლი-ჩინსურა და კალკუტა. სანაოსნოა, ერწყმის ბენგალის ყურეს, სადაც წარმოქმნის ესტუარს. წვიმიან სეზონში, მდინარის წყლის დონე 3 მეტამდე იმატებს.

მდინარე ჰუგლის ხედი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება