რუპი კაური
კანადელი პოეტი
რუპი კაური (დ. 4 ოქტომბერი, 1992) — ინდური წარმოშობის კანადელი პოეტი, ილუსტრატორი და ავტორი. პოპულარობა მოიპოვა სოციალურ ქსელებში ვიზუალური პოეზიის გამოქვეყნებით.
რუპი კაური | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1992 |
დაბადების ადგილი | პენჯაბი, ინდოეთი |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, ილუსტრატორი |
ეროვნება | კანადელი |
მოქალაქეობა | კანადა |
ალმა-მატერი | ვატერლოოს უნივერსიტეტი[1] |
ჟანრი | პოეზია |
Magnum opus | რძე და თაფლი და The Sun and Her Flowers |
ჯილდოები | 100 ქალი[2] |
საიტი | rupikaur.com |
კაურს საყოველთაო ცნობადობა მოუტანა სადებიუტო ნამუშევარმა, პოეტურმა კრებულმა „რძე და თაფლი“ (2014), რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში წელიწადზე მეტი ინარჩუნებდა ადგილს. მსოფლიო მასშტაბით წიგნის სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 2017 წელს კაურმა მეორე პოეტური კრებული „მზე და მისი ყვავილები“ გამოაქვეყნა. იმავე წელს პოეტი BBC-ის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დასახელდა.
კაურის შემოქმედების თემებია ურთიერთობები, ემიგრანტობის გამოცდილება და სექსუალური ტრავმა. 2019 წელს ჟურნალმა The New Republic მას „ათწლეულის მწერალი“ უწოდა.[3][4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Beyond Words. University of Waterloo.
- ↑ https://www.bbc.com/news/world-41380265
- ↑ Alam, Rumaan (2019-12-23). „Rupi Kaur Is the Writer of the Decade“. The New Republic. ISSN 0028-6583.
- ↑ Culture; Books. (2020-01-02) Rupi Kaur may not be MY 'writer of the decade,' but that doesn't mean she isn't THE 'writer of the decade' | National Post.