რუოკოს სახლი
რუოკოს სახლი (რუს. Дом Руокко) — ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნეში. სახლის მაცხოვრებლები დაკავშირებული იყვნენ მწერალ ანტონ ჩეხოვის ოჯახთან.
რუოკოს სახლი რუს. Дом Руокко | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′00″N 38°55′46″E / 47.21676° ჩ. გ. 38.92932° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნე |
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 100.
ისტორია
რედაქტირებაორსართულიანი კუთხის შენობა ტაგანროგში აგებულია XIX საუკუნეში. ამჟამად შენობა გადაკეთებულია. 1880-იანი წლების შუა პერიოდამდე სახლი ეკუთვნოდა ვაჭარ კონსტანტინე მუსურის, შემდეგ იგი მიჰყიდა იტალიელ დავიდ რუოკოს.
დავიდ რუოკო წარმოშობით იყო იტალიელი, ჰქონდა კარგი მუსიკალური სმენა, უკრავდა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ატარებდა მუსიკის გაკვეთილებს მდიდარი ტაგანროგელების ოჯახის წევრებისათვის, იყო ტაგანროგის საქალაქო ბაღის მუსიკალური ორკესტრის ხელმძღვანელი.
ტაგანროგში დავიდ რუოკომ ვიოლინოზე დაკვრა ასწავლა თავის შვილს ევგენის, რომელიც მოგვიანებით დაინიშნა ანტონ ჩეხოვის მეგობრის შვილ ევგენია საველევაზე. 1914 წლის 26 აგვისტოს მათ შეეძინათ შვილი ლუდმილა. ტაგანროგში გასტროლების დროს რუოკოს სახლში ჩერდებოდნენ გასტროლიორი მსახიობები. მწერალ ჩეხოვის მამამ, პავლემ დავიდ რუოკო მოიწვია თავისი შვილის ნიკოლოზის მოსასმენად, რომელიც უკრავდა ვიოლინოზე და ჰქონდა კარგი მუსიკალური ნიჭი.
1910-იანი წლებიდან სახლის მფლობელი იყო თავადი ნიკოლაი დემინი. დემინს სახლში გამართული ჰოქნდა ორანჟერეა და ყვავილების მაღაზია.
1912 წელს სახლი იჯარით აიღეს ვეტლიცკების ოჯახმა. სახლში ცხოვრობდა ტაგანროგის კომერციული სასწავლებლის გეოგრაფიის მასწავლებელი ვალენტინ ისაკოვიჩი.
ამჟამად შენობა გამოიყენება საცხოვრებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Таганрог ул. Греческая, 102 დაარქივებული 2014-03-25 საიტზე Wayback Machine.