რუნული წარწერები აია-სოფიას ტაძარში
რუნული წარწერები აია-სოფიას ტაძარში — სკანდინავიური რუნებით განხორციელებული წარწერები სტამბოლში, აია-სოფიას ტაძრის მარმარილოს პარაპეტებზე. როგორც ჩანს, ისინი შუა საუკუნეებში ხანგრძლივი ღვთისმსახურების დროს ამოტვიფრეს ბიზანტიის იმპერატორის ვარიაგთა დაცვის მეომრებმა.
ჰალფდანის წარწერა
რედაქტირებარუნული წარწერებიდან პირველი აღმოაჩინეს 1964 წელს სამხრეთ გალერეის ზედა სართულის პარაპეტზე.[1] წარწერა იმდენად წაშლილიყო, რომ მხოლოდ ძველნორვეგიული სახელის ფრაგმენტის, „(-)alftan-ის“, ამოკითხვაღა შეიძლებოდა. წარწერის დარჩენილი ნაწილის წაკითხვა შეუძლებელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ წარწერა წარმოადგენდა გავრცელებულ ფორმულას „ამა და ამან ამოჰკვეთა ეს რუნები“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Svärdström, Elisabeth, Runorna i Hagia Sofia // Fornvännen, 1970, № 65, გვ. 247—249.
- ↑ Knirk, James E., Runer i Hagia Sofia i Istanbul // Nytt om runer, 1999, № 14, გვ. 26—27.