რუმინელი ხალხის ხსნის ტაძარი

რუმინელი ხალხის ხსნის ტაძარი — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი რუმინეთში; მდებარეობს ბუქარესტში, 13 სექტემბრის ქუჩაზე. აშენდა 2007-2018 წლებში.

რუმინელი ხალხის ხსნის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ადგილმდებარეობა რუმინეთი, 13 სექტემბრის ქუჩა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2018

რუმინელი ხალხის ხსნის ტაძარი ტაძარი რუმინეთის პარლამენტის შენობის უკან მდებარეობს და მსოფლიოში მართლმადიდებლურ ტაძრებს შორის ყველაზე დიდია (120 მეტრი სიმაღლის). მისი მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 250 მილიონი ევრო დაჯდა, ეზოს მოპირკეთება 150 მილიონი ევრო.

პროექტის იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, მაგრამ ვერ შესრულდა.

მის აშენებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა და მას „ფარაონული" და „ჩაუშესკური" პროექტი უწოდეს, რადგან სწორედ მათ ახასიათებდათ მსგავსი პომპეზურობა, მასშტაბურობა და სიდიადისკენ სწრაფვა. ამის გამოხატულებაა ტაძრის უკან მდებარე ჩაუშესკუს მიერ აშენებული მსოფლიოში ყველაზე დიდი პარლამენტის შენობაც.

2018 წლის 25 ნოემბერს ახლადაშენებული ტაძარი აკურთხა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა და რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება