რუმინეთის კონსტიტუცია (1866)
რუმინეთის 1866 წლის კონსტიტუცია — ფუნდამენტური სამართალი, რომელმაც 1859 წელს გაერთიანებული დუნაის სამთავროების ერადქმნადობის პერიოდი შეაჯამა. კონსტიტუციის პროექტი მცირე დროში მომზადდა და ბელგიის 1831 წლის კონსტიტუციას დაეფუძნა, რომელიც შემდეგში მნიშვნელოვნად შეცვალა პრინცმა (მოგვიანებით მეფემ) კაროლ I-მა, შემდეგ კი საკონსტიტუციო ასამბლეამ მიიღო. 1866 წლის 13 ივლისს პრინცმა კონსტიტუციის რატიფიცირება მოახდინა. კონსტიტუცია თამამი ნაბიჯი იყო, რადგანაც იმ პერიოდის მთავარ ძალებთან შეთანხმების გარეშე მიიღეს. კონსტიტუციის შემუშვებაში მონწილეებმა ოსმალთა იმპერიასთანაც არ გაიარეს კონსულტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად რუმინეთი ოსმალეთის ვასალი იყო. თუმცა, იმ დროისთვის ოსმალეთის იმპერიის სუვერენიტეტი რუმინეთზე უკვე იურიდიული ფიქცია იყო, რაც 1878 წელს საბოლოოდ დასრულდა, როდესაც რუმინეთმა დე იურე დამოუკიდებლობა მოიპოვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Hitchins, Keith (2014). A Concise History of Romania. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-69413-1.
- Eidelberg, Philip Gabriel (1974). The Great Rumanian Peasant Revolt of 1907: Origins of a Modern Jacquerie. Brill Publishers. ISBN 90-04-03781-0.
- Stoica, Stan, coordinator, (2007). Dicţionar de Istorie a României, p. 88–9. Bucharest: Editura Merona.