ბელგიის კონსტიტუცია
ბელგიის კონსტიტუცია (ნიდერლ. Belgische Grondwet; ფრანგ. Constitution belge; გერმ. Verfassung Belgiens — ბელგიის უზენაესი დოკუმენტი. კონსტიტუციის ისტორია 1831 წლიდან იწყება, რის შემდეგაც ბელგია საპარლამენტო მონარქიაა, რომელიც სამთავრობო პოლიტიკაზე მინისტრთა პასუხისმგებლობისა და ძალაუფლების დანაწილების პრინციპებს გულისხმობს.
კონსტიტუციაში უახლესი დიდი ცვლილება საარბიტრაჟო სასამართლოს შექმნა იყო, რომლის კომპეტენციაც 2003 წლის სპეციალური კანონმდებლობით გაფართოვდა და მოიცვა კონსტიტუციის მე-8-დან 32-ე მუხლამდე, ასევე, კონსტიტუციის 170-ე, 172-ე და 191-ე მუხლები. შემდეგში სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოდ გარდაიქმნა. 2007 წლის მაისში იგი ფორმალურად გამოცხადდა ბელგიის საკონსტიტუციო სასამართლოდ. სასამართლოს შეუძლია გამოიკვლიოს, რამდენადაა ესა თუ ის კანონი და დადგენილება მე-8-32-ე, 170-ე, 172-ე და 191-ე მუხლებთან შესაბამისობაში.
ისტორია
რედაქტირებაწარმოშობა და მიღება
რედაქტირებაბელგიის 1831 წლის კონსტიტუცია ბელგიური რევოლუციის შემდეგ ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოდან ბელგიის გამოყოფის შემდეგ შეიქმნა. რევოლუციის პირველადი წარმატების შემდეგ, არჩეული ეროვნული კონგრესი 1830 წლის ნოემბერში მიიწვიეს, რათა ახალი სახელმწიფოს პოლიტიკური წესრიგი ჩამოეყალიბებინათ. ეროვნული კონგრესის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური იდეალის მატარებლები იყვნენ, მაგრამ უმრავლესობას „უნიონისტები“ შეადგენდნენ.[1] „უნიონისტების“ მოძრაობა რევოლუციამდე ჩამოყალიბდა და ბელგიის დაყოფას ეწინააღმდეგებოდნენ. ამას რბილი ლიბერალებისა და ლიბერალიზმისკენ გადახრილი კათოლიკეების დაახლოება მოჰყვა.
შედეგი „ფრთხილად დაბალანსებული კომპრომისი“ იყო, რომელშიც რადიკალური ლიბერალური ასპექტები კონსერვატიულ შეხედულებებს ერწყმოდა.[2] კონსტიტუციაზე გავლენა იქონია საფრანგეთის 1791, 1814 და 1830 წლების კონსტიტუციებმა, ნიდერლანდების 1814 წლის კონსტიტუციამ და ინგლისის კონსტიტუციურმა პრინციპებმა. ბელგიამ კონსტიტუციური მონარქიის სახე მიიღო ორპალატიანი საკანონმდებლო შტოთი. ძალაუფლება განაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის. კონსტიტუციით გარანტირებულია გამოხატვის, განათლების, რელიგიის, პრესის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი თვალსაზრისით, კონსტიტუცია ლიბერალურია, იგი კათოლიკურ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა. კონსტიტუციის მიხედვით, ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, მაგრამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, კონსტიტუციას ხელსაყრელი პოზიცია მიენიჭა.[3] კონსტიტუციის პროექტი 1831 წლის 7 დეკემბერს შემუშავდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Dicey, A.V. (1889) Introduction to the Study of the Law of the Constitution, 3rd, London: Macmillan and Co.
- Hawgood, J.A. (1971) „Liberalism and Constitutional Developments“, The New Cambridge Modern History. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 185–212. ISBN 0521045487.
- Witte, Els; Craeybeckx, Jan; Meynen, Alain (2009) Political History of Belgium from 1830 Onwards, New, Brussels: ASP. ISBN 978-90-5487-517-8.
- Huygebaert, Stefan (2015). „Unshakeable Foundations. An Iconological Study of the Belgian Constitutional Cult following the 1848 Revolution“. Journal of Belgian History. 45 (4): 8–39.
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Deseure, Brecht (2018) „Constitutional Precedence and the Genesis of the Belgian Constitution of 1831“, Reconsidering Constitutional Formation II Decisive Constitutional Normativity: From Old Liberties to New Precedence, Studies in the History of Law and Justice. New York: Springer, გვ. 211–256. DOI:10.1007/978-3-319-73037-0_5. ISBN 978-3-319-73037-0.
- Deseure, Brecht (2019). „Republican Monarchy in the 1830 Revolutions: From Lafayette to the Belgian Constitution“. History of European Ideas. 45 (7): 992–1010. doi:10.1080/01916599.2019.1628085. S2CID 197722410.
- Marteel, Stefaan (2023) „The Liberal and Catholic Origins of the Belgian Constitution. From the Opposition under the Kingdom of the Netherlands to the Constitutional Debates of 1830-1831“, Sovereignty, Civic Participation, and Constitutional Law: The People Versus the Nation in Belgium. Oxford: Taylor & Francis Group. ISBN 9780367712280.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბელგიის კონსტიტუციის სამი ოფიციალური ვერსია:
- De Belgische Grondwet nl. Belgian Senate (15 May 2007). ციტირების თარიღი: 21 August 2007
- La Constitution Belge fr. Belgian Senate (15 May 2007). ციტირების თარიღი: 21 August 2007
- Die Verfassung Belgiens de. Belgian Senate (15 May 2007). ციტირების თარიღი: 21 August 2007
- ინგლისური თარგმანი, მაგრამ არ არის ოფიციალურად აღიარებული:
- The Belgian Constitution. Belgian House of Representatives (January 2009). ციტირების თარიღი: 30 July 2016
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Witte, Craeybeckx & Meynen 2009, p. 25.
- ↑ Witte, Craeybeckx & Meynen 2009, p. 27.
- ↑ Witte, Craeybeckx & Meynen 2009, p. 28.