რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანება

რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანება (რუმ. Unirea Republicii Moldova cu România) — ორი დამოუკიდებელი ქვეყნის გაერთიანების იდეა, რომელიც პოპულარული გახდა 80-იანი წლების ბოლოს, სსრკ-ის დაშლის პერიოდში. რუმინულად მოსაუბრე ორი ქვეყნის გაერთიანების მოძრაობის ხელისშემწყობი გახდა 1989 წლის რუმინეთის რევოლუცია და 1991 წელს მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება. იდეა ფართოდაა გავრცელებული რუმინეთში, თუმცა მოლდოვაში მას მხარს მოსახლეობის მცირე ნაწილი უჭერს. გაერთანების მომხრეებს „იუნიონისტებს“ (unioniști) უწოდებენ.

გაერთიანებული რუმინეთი და მოლდოვა, დნესტრისპირეთთან ერთად

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება