რუისპირის ნაეკლესიარი
რუისპირის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ რუისპირის სამხრეთით, ნასოფლარ არტოზანის მიდამოებში, ეკლესიებად წოდებულ ადგილში. თარიღდება შუა საუკუნეებით. დაფარულია ბუჩქებით. გეგმა არ იკითხება. სამშენებლო მასალად გამოყენებული ყოფილა რიყის ქვა კირის ხსნარზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 328.