რუისპირის კვირაცხოვლის ეკლესია
რუისპირის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი რუისპირის ლაიბურაანთ უბანში. თარიღდება XVIII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (9,5 x 6,5 მეტრი) ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციული ნაწილები (კამარა, კონქი) კარ-სარკმლების ღიობები და ლავგარდანი გამოყვანილია კვადრატული აგურით. გარდა ამისა, აგური, თარაზულად გამავალი შრეების სახით, კედლების წყობაშიცაა ჩართული.
ეკლესიას ორი, ვიწრო შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შესასვლელი ნახევარწრიულთაღოვანია და ორივე მხრიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული, რომელთა შორის გარეთა, ბევრად უფრო მცირე სიღრმისაა. ეკლესიის დარბაზი მოკლეა, გეგმით კვადრატული (4,5 x 4,5 მეტრი). აღმოსავლეთით მას ერთვის ღრმა,წესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდი, რომელიც ცენტრში, შედარებით მაღლა (იატაკიდან დაახლოებით 2,5 მ სიმაღლეზე) ოდნავ შეისრული თაღიდან გადახურული სარკმელია გაჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 326-327.