ალექსი რუდოი

რუსი გეოგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან რუდოი, ალექსი)

ალექსი ნიკოლოზის ძე რუდოი (რუს. Алексей Николаевич Рудой; დ. 19 აგვისტო 1952, ტომსკი, რუსეთი, — გ. 22 ნოემბერი, 2018, ტომსკი, რუსეთი) — რუსი გეოგრაფი. მოღვაწეობდა გეომორფოლოგიისა და გლაციოლოგიის დარგში. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998). რუდოი ახალი მეცნიერული მიმართულების — მეოთხეული გლაციოჰიდროლოგიის ფუძემდებელია. ამასთანავე დილუვიალური მორფოლითოგენეზის თეორიის ავტორი.

ალექსი რუდოი
დაბ. თარიღი 19 აგვისტო, 1952(1952-08-19)
დაბ. ადგილი ტომსკი, სსრკ
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი, 2018(2018-11-22) (66 წლის)
გარდ. ადგილი ტომსკი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის დამსახურებული თანამშრომელი, პროფკავშირების საკავშირო ცენტრალური საბჭოს ნიშანი „თვითშემოქმედებითი ხელოვნების სფეროში მი და რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საიტი ბმული

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსი რუდოი დაიბადა 1952 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ ტომსკში. მამამისი — ნიკოლოზ ალექსის ძე (1919-2002) დაიბადა მუშების ოჯახში, დაამთავრა დნეპროპეტროვსკის პედაგოგიური ინსტიტუტი, ხოლო დიდი სამამულო ომის შემდეგ შსს აკადემია. დედამისი — თამარა ნიკოლოზის ასული რუდოი (1924-2003), 1941 წელს, მე-10 კლასიდან გაიწვიეს რადისტად ვოლოკოლამსკში, ერთ-ერთ პარტიზანულ განყოფილებაში.

ალექსი რუდოიმ № 6 სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, სადაც პროფესორ ალექსი ზემცოვის ხელმძღვანელობით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი. გარკვეული დროის შემდეგ ალექსი რუდოი მიიწვიეს ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის გლაციოკლიმატოლოგიის პრობლემური საკითხების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში, რომელიც პროფესორ მიხეილ ტრონოვის მიერ იყო შექმნილი. სწორედ აქედან იწყება ალექსი რუდოის გლაციოლოგიური მოღვაწეობის ისტორია.[1][2] ასპირანტურის დამთავრების შემდეგ აქტიური მოღვაწეობა დაიწყო გეომორფოლოგიასა და გლაციოლოგიაში.

ალექსი რუდოის მოღვაწეობის ძირითად სფეროს შეადგენდა მთიანი ქვეყნების გეომორფოლოგია და გეოლოგია, მეოთხეული პალეოგეოგრაფია, პალეოგლაციოლოგია, პალეოჰიდროლოგია; იკვლევდა აგრეთვე გლაციოლოგიისა და ფიზიკური გეოგრაფიის ზოგად საკითხებს. 1998-2002 წწ. მუშაობდა ექსპერტად იუნესკოს პროექტის მიხედვით საერთაშორისო ეკოლოგიურ ფონდში — „ბუნების მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები“[3], „ალთაის ოქროს მთები“.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Профессора Томского университета. Биографические словарь / Ред. С. Ф. Фоминых. — Томск: Томский государственный университет, 2003. — Т. 4. — Ч. 2. — С. 189—193. ISBN 5-7511-1664-X
  2. Профессора Томского государственного педагогического университета. Биографические словарь / Ред. Т. В. Галкина. — Томск: ТГПУ, 2005. — С. 272—278. ISBN 5-894-28-175-X
  3. Проект «Всемирное наследие». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-13. ციტირების თარიღი: 2011-09-06.
  4. Рудой А. Н., Лысенкова З. В., Рудский В. В., Шишин М. Ю. Укок (прошлое, настоящее, будущее). — Барнаул: Алтайский государственный университет, 2000. — 172 с.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-10-14.
  5. Рудой А. Н.. Обратная сторона Луны? // Алтайcкий вестник, 2002. - № 2. - С. 52-64. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2011-10-14.