რუბლის ძეგლი (ტომსკი)

რუბლის ძეგლი (რუს. Памятник рублю) — 1997 წელს გამოცემული ერთი რუსული რუბლის ნომინალის ძეგლი ტომსკში. დამზადებულია ხისაგან. მისი მასაა 250 კგ. მასშტაბი — 100:1. აქვს ხის ბუნებრივი ფერი, ზემოდან დაფარულია სპეციალური მასალით, რომელიც იცავს ნალექებისაგან. მცირე ხნით განთავსებული იყო პლასტმასის გამჭვირვალე სათავსში.[1]

რუბლის ძეგლი
Памятник рублю
კოორდინატები 56°28′29″N 84°57′03″E / 56.4746° ჩ. გ. 84.9508° ა. გ. / 56.4746; 84.9508
მდებარეობა ტომსკი, რუსეთი
მასალა ხე
სიმაღლე 2,1
თარიღდება 2008

2008 წლის 10 ივნისიდან 2014 წლის 8 მაისამდგე რუბლის ძეგლი იდგა ნოვოსობორნის მოედანზე ტომსკში, საიდანაც მოხდა მისი დემონტაჟი და წაიღეს გასარემონტებლად.[1][2]

2015 წლის 17-18 აპრილს მეექვსე გამოფენა-ბაზრობის „ჩვენი პირადი ფინანსები“ დროს გამოფინეს ტომსკის სახელმწიფო ფილარმონიის წინ მდებარე მოედანზე, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ გადაიტანეს აღდგომის მთაზე, ტომსკის ისტორიის მუზეუმის ახლოს.

ხის ერთ რუბლიანის ძეგლი აღმართეს 2008 წლის 10 ივნისს ტომსკის მეოთხე კარნავალის ფარგლებში. კარნავალის ორგანიზატორი და ძეგლის დადგმის ინიციატორი გახდა ქალაქ ტომსკის ადმინისტრაცია და მედია-ჰოლდინგი „სარეკლამო დაიჯესტი“. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე შეიტანა განაცხადი ხის რუბლის გინესის რეკორდების წიგნსა და რუსეთის რეკორდების წიგნში შეტანის შესახებ, როგორც მონეტის ქვეყანაში ყველაზე დიდი ასლი.[1]

სიმბოლიკა

რედაქტირება

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა რუბლის ხის ქანდაკების შექმნის იდეა ახსნა იმით, რომ ტომსკი მოსახლეობისათვის და სტუმრებისთვის დაკავშირებულია სიტყვა „ხესთან“, ხის არქიტექტურის დამსახურებით. ასევე ქანდაკება ხაზს უსვამს ტომსკის მხარეში ტყის მასივების დიდ რაოდენობას.

  1. 1.0 1.1 1.2 Томск.ру: Памятник деревянному рублю.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-18. ციტირების თარიღი: 2019-01-11.
  2. „В Томске с Новособорной площади убрали памятник рублю“. Томский Обзор. 12 мая 2014. ციტირების თარიღი: 2014-07-27. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)