ტომსკის ისტორიის მუზეუმი

ტომსკის ისტორიის მუზეუმი (რუს. Музей истории Томска) — მუზეუმი ქალაქ ტომსკში. დაარსდა 1997 წლის 16 ივლისს ტომსკის საქალაქო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ტომსკის ისტორიის მუზეუმი

მუზეუმის შენობა
56°29′33″ ჩ. გ. 84°57′16″ ა. გ. / 56.49250° ჩ. გ. 84.95444° ა. გ. / 56.49250; 84.95444
დაარსდა 16 ივლისი, 1997
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ტომსკი
დირექტორი ნატალია სურკოვა
ოფიციალური საიტი [tomsk-story.ru tomsk-story.ru]
Map

ტომსკის ისტორიის მუზეუმი შეიქმნა 1997 წელს.[1] 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები: შენობის რეკონსტრუქცია, კოლექციის ფორმირება და ა. შ. 2003 წლის 7 ივნისს საზეიმო ღონისძიების შემდეგ მუზეუმი გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის. სტუმრების ყურადღება მიიპყრობ პირველმა დროებითმა გამოფენამ „ძველი ტომსკის პორტრეტი“, ერთი წლის შემდეგ მუზეუმში გაიხსნა მუდმივი ექსპოზიცია „ტომსკის პირველი საუკუნე“.

ამჟამად მუზეუმში განთავსებულია ექსპონატების ფართო კოლექცია, სულ 4 206 ერთეული. მუზეუმი სტუმრებისთვის გახსნლია ყოველდღე 10:00-დან 19:00-მდე, გარდა ორშაბათისა. ბილეთის ღირებულებაა 15-დან 105 რუბლამდე.

ტომსკის ციხესიმაგრე

რედაქტირება

ტომსკის ციხესიმაგრე დაარსდა 1604 წელს რუსეთის მეფე ბორის გოდუნოვის ბრძანებით, რამდენჯერმე გადააკეთეს და XVIII საუკუნეში დაანგრიეს საჭრიოების არ ქონის გამო. 2004 წელს მუზეუმის ტერიტორიაზე ააგეს ტომსკის ციხესიმაგრის სპასკის კოშკის რეკონსტრუქცია და ასევე კედლის ნაწილი.

მუზეუმის შენობა აგებულია 1856 წელს ინჟინერ ვ. კ. ფადეევის პროექტის მიხედვით. თავდაპირველად შენობაში განთავსებული იყო პოლიციის სამმართველო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. «О Музее» официальный сайт МБУ «Музей истории Томска». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-04. ციტირების თარიღი: 2019-01-17.