რუაპუკე
რუაპუკე (ინგლ. Ruapuke Island) — ყველაზე სამხრეთი კუნძული ახალი ზელანდიის მთავარ კუნძულთა ჯაჭვში. მდებარეობს ქალაქ ბლაფიდან 15 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სტიუარტის კუნძულიდან 32 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. მოიცავს დაახლოებით 16 კმ²-ს. იცავს ფოვოს სრუტის აღმოსავლეთ დაბოლოებას. კუნძული ამჟამად დაუსახლებელია, თუმცა წარსულში 200 მაორი სახლობდა.
მშობ. სახელი: ინგლ. Ruapuke Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 46°47′ ს. გ. 168°30′ ა. გ. / 46.783° ს. გ. 168.500° ა. გ. |
ფართობი | 16 კმ² |
სიგრძე | 13 კმ |
სიგანე | 6 კმ |
უმაღლესი წერტილი | 64 მ |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2011) |
კუნძულის ცენტრალური ნაწილი ბრტყელია (41 მ). ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ დაბოლოებებზე შეიმჩნევა ტოროსები. დაფარულია ტანდაბალი ხეებით.
ევროპელთაგან პირველმა კუნძული 1770 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა.