როცა სიყვარული მოდის (ტელენოველა)
როცა სიყვარული მოდის (ესპ. Cuando Me Enamoro, ორიგინალური სახელწოდება — როცა მე შემიყვარდა, დრო გაჩერდა) — მექსიკური სერიალი, რომელიც ტელეკომპანია Televisa-მ გადაიღო 2010-2011 წლებში. პროდიუსერი არის კარლოს მორენო ლაგუილიო. სერიალი ეფუძნება 1998 წელს გადაღებული სერიალ „მატყუარას“ გადამუშავებას.
როცა სიყვარული მოდის | |
---|---|
როცა სიყვარული მოდის | |
ჟანრი |
დრამა მელოდრამა სერიალი |
ავტორი | კარიდად ბრავო ადამსი |
ეფუძნება | La Mentira |
სცენარი |
მარტა კარილიო კრისტინა გარსია |
რეჟისორი | კარინა დუპრესი |
მონაწილეობენ |
სილვია ნავარო ხუან სოლერი როსიო ბანკუელსი ხულიეტა როსენი რენე კასადოსი |
თემის კომპოზიტორი |
ენრიკე იგლესიასი ხუან ლუის გუერა |
მთავარი თემა | Cuando Me Enamoro (როცა სიყვარული მოდის) |
ქვეყანა | მექსიკა |
ენა | ესპანური |
სეზონი | 1 |
ეპიზოდი | 181 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | კარლოს მორენო ლაგუილიო |
პროდიუსერ(ებ)ი | ჰილდა სანტაელა ერნანდესი |
ხანგრძლივობა | 41-44 წთ |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Televisa (ტელევისა) |
ჩვენების ფორმატი |
480i SDTV 1080i HDTV |
ეთერში | 5 ივლისი, 2010 — 13 მარტი, 2011 |
ქრონოლოგია | |
წინა | სიყვარულის ზღვა (Mar de amor) |
შემდეგი | ბედისწერის ძალა (La fuerza del destino) |
დაკავშირებული შოუები | მატყუარა (La Mentira 1998) |
სილვია ნავარო და ხუან სოლერი არიან მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები, ისევე, როგორც როსიო ბანკუელსი, ლისარდო და ჯესიკა კოჩი.
ტელეკომპანია Univision-მა დაიწყო სერიალის გაშვება თავის ეთერში 20 აპრილს, 2011 და გაგრძელდა 6 იანვრამდე, 2012.
სიუჟეტი
რედაქტირებაისტორია იწყება ორი ბავშვის რეხინასა და რობერტას დაბადებით, რომელიც რობერტო გამბას (სებასტიან რული) ქალიშვილები არიან, მაგრამ სხვადასხვა დედები ჰყავთ. რეხინა ოფიციალური ქორწინებიდან რობერტოსა და რეხინა გამბა დე სობერონის (ხულიეტა როსენი) ქალიშვილია, ხოლო რობერტა არაოფიციალური ქორწინებიდან ხოსეფინასა ალვარეს მარტინესის (როსიო ბანკუელსი) და რობერტოს ქალიშვილია. რობერტო ხოსეფინას ეტყვის, რომ ის ვერ მიატოვებს თავის ცოლშვილს, ხოსეფინა გაბრაზდება და შემთხვევით ხელს კრავს რობერტოს და უბედური შემთხვევის შედეგად რობერტო დაიღუპება. ხოსეფინა კი მემკვიდრეობის გამო რეხინას შვილს მოპარავს, გაიქცევა და საკუთარ შვილად გაასაღებს, სახელს შეუცვლის და რენატას დაარქმევს.
მარტოხელა ხოსეფინა ორი ქალიშვილით ბიზნესმენ გონსალო მონტერუბიოს (რენე კასადოსი) შეხვდება და დაქორწინდება მასზე, რადგან უნდა მემკვიდრეობა თავის ბიოლოგიურ შვილს მიაღებინოს.
ახალგაზრდა გოგო რობერტა მონტერუბიო (Jessica Coch) არის რაფაელ გუტიერეს დე ლა ფუენტეს (სებასტიან სურიტა) შეყვარებული, ხოსეფინას გეგმებს კი საფრთხე ემუქრება რადგან ხოსეფინას სურს, რომ რობერტა გონსალოს შვილზე მატიას მონტერუბიოზე (ხოსე რონი) დააქორწინოს. რაფაელი რობერტას ხელის თხოვნას ცდილობს და დახმარებისთვის მის ნახევარ ძმას ხერონიმო ლინარეს დელაფუენტეს (ხუან სოლერი) დაურეკავს და სთხოვს მისი მომავალი ქორწილისთვის მეხიკოში ჩამოვიდეს, რობერტა კი გაიგებს დედამისის გეგმების შესახებ და გაქცევას ცდილობს რაფაელთან. ხოსეფინა რობერტას დატოვებს სახლში და თვითონ წავა რაფაელთან იმის სათქმელად, რომ მის შვილს უნდა ჩამოშორდეს, რაფაელი მიხვდება ხოსეფინას ტყუილს და დარეკვას და გარკვევას შეეცდება, სწორედ ამ დროს ხოსეფინა იარაღს ამოიღებას და რაფაელს მოკლავს.
რენატა აეროპორტში მიდის მისი ნახევარძმასთან დასახვედრად და შემთხვევით შეეჯახება ხერონიმოს, და გაეცნობიან ერთმანეთს. ჩამოსვლის შემდეგ ხერონიმო ბარში წავა სახელად La Mentira სადაც რენატას შეხვდება, რომელსაც ქურდობაში დაადანაშაულებს, თუმცა მალევე მიხვდება მის დანაშაულს და ცდილობს, რომანტიკული ვახშამით გამოისყიდოს შეცდომა, რენატა ახალგაცნობილ მამაკაცს არ ენდობა და თავისი მეგობრის ადრიანას სახელით გაეცნობა. ხერონიმო რანჩოში ჩავა და გაიგებს, რომ მისი ძმა გარდაცვლილია, მალევე ფოტოს იპოვის კაბინეტის უჯრაში, რომელსაც ლამაზმანი (La Bonita) აწერია და დაიწყებს იმ ქალის ძებნას, რომელიც მის სიკვდილშია დამნაშავე.
როლებში
რედაქტირებამთავარ როლებში
რედაქტირება- სილვია ნავარო - რენატა მონტერუბიო ალვარესი / რეხინა გამბა დე სობერონი
- ხუან სოლერი - ხერონიმო ლინარეს დე ლაფუენტე
- როსიო ბანკუელსი - ხოსეფინა "ფინა" მონტერუბიო მარტინეს ალვარესი
- ხულიეტა როსენი - რეხინა სობერონ დე გამბა
- რენე კასადოსი - გონსალო მონტერუბიო
აგრეთვე მონაწილეობენ
რედაქტირება- გილიერმო კაპეტილიო - ანტონიო ირიონდო
- ალფრედო ადამე - ონორიო სანჩესი
- მარტა ხულია - მარინა სეპულვედა
- ლორდე მუნგია - კონსტანსა მონტერუბიო დე სანჩესი
- ლისარდო - აგუსტინ დუნანტი
- ჯესიკა კოჩი - რობერტა მონტერუბიო ალვარესი / რობერტა გამბა ალვარესი
- ხოსე რონი - მატიას მონტერუბიო
- ოდიესო ბეჩირი - ალვარო ნესმე
- ლუის გატიკა - ლისარო ლოპესი
- იოლანდა ვენტურა - კარინა აგილარ დე ნესმე
- გრეტელ ვალდესი - მატილდე ლოპესი
- ალეიდა ნუნიესი - ალფონსინა კამპოს ფლორეს დე ფიერო
- კარლოს დელა მოტა - კარლოს ესტრადა
- ფერდინანდო ვალენსია - ხოსე მარია "ჩემა" კასილასი
- ალეხანდრო რუისი - ესეკიელ ფიერო
- ვენდი გონსალესი - ადრიანა სანჩეს ბელტრან #1
- ფლორენსია დე სარაჩო - ადრიანა სანჩეს ბელტრან #2
- მაგდა კარინა - ანიბალ კუევას
- ელიაზარ გომესი - ანიბალ კუევასი
- ხულიო მანინო - საულ გუარდიოლა
განმეორებადი მსახიობები
რედაქტირება- ირმა დორანტესი - კატალინა სობერონი
- ოლივია ბუსიო - ინეს ფონსეკა დელ ვალე
- ანტონიო მედელინი - ისიდრო დელ ვალე
- სორაიდა გომესი - ხულიეტა მონტიელი
- ილიტია მანზილა არელი
- მარკო ურიელი - კომენდანტი კანტუ
- დავიდ ოსტროსკი - ბენხამინ კასილასი
- უგო მაკიასი - პადრე სევერინო
- ხერალდინ გალვანი - ალისონ კონტრერასი
- მიშელ რამაგლია - პრისცილა
- ჯეკი გარსია - სელენე კარასკო
- ხესუს მორი - დიეგო ლარა
- ვანესა მატეო - ლორეა
- პაბლო კრუზ გუერა - დანიელი
- იოსელინ სანჩესი - ბეტ არტეაგა
- ლუის რეინოსო - ლეონსიო პერესი
- ხორზე ალბრტო ბოლანოს - რამირო სოტო
- ალდო ფაბილა - მანრიკესი
- სარა მონარი - ხემა დე იბაროლა
- სუსან ტაუნტონი - ლუსიანა პენიჩე
- მარკო მუნიოსი - ხერმან იბაროლა
- იოლანდა მერიდა - მანუელა
- რაკელ მორელი - აგატა ბელტრანი
მოწვეული მსახიობები
რედაქტირება- სებასტიან სურიტა - რაფაელ გუტიერეს დელაფუენტე
- სებასტიან რული - რობერტო გამბა
- ლიდია ავილა - რეხინა სობერონ დე გამბა (ახალგაზრდა)
- მარგარიტა მაგანია - ხოსეფინა "პეპა" ალვარეს მარტინესი (ახალგაზრდა)
- სილვია მანრიკესი - კატალინა სობერონი (ახალგაზრდა)
- ხუან ანხელ ესპარზა - ისიდრო დელ ვალე (ახალგაზრდა)
- ხორხე დე სილვა - გონსალო მონტერუბიო (ახალგაზრდა)
- სუსანა დიასისი - ინეს ფლორესი დელვალე (ახალგაზრდა)
- მარიო კარბალიდო - ონორიო სანჩესი (ახალგაზრდა)
- მარინი სენდრა - კონსტანსა მონტერუბიო დე სანჩესი(ახალგაზრდა)
- არასელი რანხელი - აგატა ბელტრანი (ახალგაზრდა)
- არტურო პენიჩე - ხუან კრისტობალ გამბოა მარტელი
პრიზები და ნომინაციები
რედაქტირებაწელი | პრიზი | კატეგორია | მიმღები | შედეგი |
---|---|---|---|---|
2011 | 29th TVyNovelas Awards | Best Telenovela of the Year (წლის საუკეთესო სერიალი) | კარლოს მორენო | ნომინირებული |
Best Antagonist Actress (საუკეთესო ანტაგონისტი მსახიობი) | როსიო ბანკუელსი | გამარჯვებული | ||
Best Co-lead Actress (საუკეთესო თანაავტორი მსახიობი) | ჯესიკა კოჩი | ნომინირებული | ||
Best Co-lead Actor (საუკეთესო თანაავტორი მსახიობი) | რენე კასადოსი | ნომინირებული | ||
Best Young Lead Actor (საუკეთესო თანაავტორი ახალგაზრდა მსახიობი) | ელეაზარ გომესი | ნომინირებული | ||
Best Musical Theme (საუკეთესო მუსიკალური თემა | Cuando Me Enamoro (როცა მე შემიყვარდა) - ენრიკე იგლესიასი და ხუან ლუის გუერა | გამარჯვებული |
ვერსიები
რედაქტირება- მატყუარა - 1952 წლის ფილმი, რომლის რეჯისორია ხუან ორტეგა. მთავრ როლებში: მარგა ლოპესი, ხორხე მისტალი და ჯინა კაბენა
- მატყუარა 1965 წლის ტელენოველა, რომლის რეჟისორია და პროდიუსერია ერნესტო ალონსო. მთავარ როლებში: ხულისა, ენრიკე ლიზარდე და ფანი ლუ
- ცილისწამება 1966 წლის ტელენოველა, რომლის რეჟისორია ვანდა კოსმო. ტელეკომპანია Rede Tupi-ის პროდუქცია ბრაზილია. მთავარ როლებში:ფერნანდა მონტენეგრო, სერხიო კარდოსო, ჯორჯია კომიდე
- მატყუარა 1970 წლის ფილმი, რომლის რეჯისორია ემილიო გომეს მურიელი. მთავარ როლებში ხულისა, ენრიკე ლიზარდე y ბლანკა სანჩესი
- სიყვარული არასდროს კვდება 1982 წლის ტელენოველა, რომლის რეჟისორია ალფრედო სანდანა, პროდიუსერი ერნოსტო ალონსო ტელეკომპანია ტელევისასთვის. მთავარ როლებში: კრისტინა ბახი, ფრანკ მორო და სილვია პასკელი
- მატყუარა 1998 წლის ტელენოველა, რომლის რეჟისორია სერხიო კატანიო,პროდიუსერი კარლოს სოტომაიორი ტელეკომპანია ტელევისასთვის. მთავარ როლებში: კეიტ დელკასტილიო, გაი ეკერი და კარლა ალვარესი
- ფიცი 2008, წლის ტელენოველა, რომელიც გადაიღო Telemundo-ომ. მთავარ როლებში: ნატალია სტრეიგნალდი, ოსვალდო რიოსი და დომინიკა პალეტა
- დაჭრილი გული 2012 წლის ტელენოველა, რომლის რეჟისორია ირის აბრავანელი, რომელიმაც გადაიღო ტელეკომპანია SBT. მთავარ როლებში: პატრისია ბაროსი, ფლავიო ტოლეზანი და სინტია ფალაბელა
- უპატიებელი 2015წლის ტელენოველა, რომელიც გადაიღო Televisa-ამ. მთავარ როლებში: ანა ბრენდა კონტრერასი, ივან სანჩესი და გრეტელ ვალდესი