როტვეილერი
როტვეილერი (გერმ. Rottweiler) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში 1820-იან წლებში.
წარმოშობის ქვეყანა | გერმანია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
როტვეილერი გამოიყვანეს გერმანიის ქალაქ როტვეილში XIX საუკუნეში. მათ ნადირობისას იყენებდნენ. როტვეილერი ძლიერი სხეულის და ყბების მქონე ძაღლია. იგი შეიძლება არაჩვეულებრივი დამცველი იყოს. დღეს ეს ლამაზი, ძლიერ შთამბეჭდავი ტახზე მონადირე ძაღლი მთელ მსოფლიოშია პოპულარული, როგორც კომპანიონი და მონადირე.
როტვეილერის გაწვრთნა ადვილია მაგრამ ზოგჯერ გაღიზიანებას ავლენს. როტვეილერის ბეწვი უხეშია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს. უკანა ფეხები წინაზე გრძელია, მრგვალი კისერი დაკუნთულია. ძლიერ ყბებს კარგი კბილები ამშვენებს. როტვეილერი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, კარგი მოდარაჯეა. სჭირდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როტვეილერი (ინგლისური)