როსტომის აბანო
როსტომის აბანო — არქიტექტურული ძეგლი თელავში გვირაბის ქუჩაზე (№ 35). თარიღდება XVII საუკუნით.
ამჟამად ძლიერაა სახეშეცვლილი. შემორჩენილია კვადრატული აგურითა და რიყის ქვით ნაგები კედლების ნაწილები. XX საუკუნის 70-იან წლებში მთავარი ფასადი ტუფის ფილებით მოუპირკეთებიათ და ფართო, ნახევარწრიული თაღებით დაუნაწევრებიათ. ფასადი დასრულებულია მრუდხაზოვანი პროფილის (თარო, წრეთარგი და ლილვი) მაღალი ლავგარდნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 65.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8