როსა სარატე ი ონტანედა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

როსა სარატე ი ონტანედა (ესპ. Rosa Zárate y Ontaneda; დ. 1763 ― გ. 17 ივლისი, 1813,[1] ასევე ცნობილი როგორც როსა სარატე) ― ეკვადორელი ფემინისტი, XIX საუკუნეში ეკვადორის დამოუკიდებლობის მოძრაობის მონაწილე.

როსა სარატე ი ონტანედა
დაბადების თარიღი 1763
კიტო, ეკვადორი
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 1813
ეკვადორი
საქმიანობა აქტივისტი
მეუღლე(ები) ნიკოლას დე ლა პენია მალდონადო
შვილ(ებ)ი 1

ბიოგრაფია

რედაქტირება

როსა სარატე მარიანა ონტანედა ორბესა და ესპანელი ადვოკატის, გაბრიელ სარატე გარდეას უკანონო შვილი იყო. იგი 1795 წელს სკანდალში გაეხვა ნიკოლას დე ლა პენია მალდონადოსთან ცხოვრობის გამო, რომელთანაც იმ დროს დაქორწინებული არ იყო. მოგვიანებით სარატემ მალდონადოზე იქორწინა. მათ ერთი ვაჟი, ანტონიო შეეძინათ.[2]

სარატემ და მისმა მეუღლემ ეკვადორის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიუძღვნეს თავი. პატრიორ მანუელა კანისარესის მსგავსად, სარატეც მის ქმარსა და მეგობრებს იშველიებდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. იმ დროისთვის ბევრი ქალი საკუთარ სახლში ატარებდა პატრიოტთა შეკრებებს. სარატემ და მისმა ბიძაშვილმა, მარია ონტანედა ი ლარაინმა, ქალ პატრიოტთა ჯგუფი შექმნეს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ადრეულ ეტაპზე იყო ჩართული.[2][3]

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  1. El martirio de Rosa Zárate y Ontaneda es (August 19, 2015). ციტირების თარიღი: January 22, 2016
  2. 2.0 2.1 (2016) Las heroínas silenciadas en las independencias hispanoamericanas. Penguin Random House. ISBN 9788491126799. 
  3. Londoño Lopez, Jenny (2019) „Las mujeres de la Audiencia de Quito en las luchas por la Independencia“, América Meridional, Independencia de Colombia, Ecuador y Venezuela. A través de campañas y batallas, 1813 - 1823 (es). Google Books: Academia Colombiana de Historia, გვ. 209–210. ISBN 9789585154193.