როჟე ბრიუნე
როჟე ბრიუნე (ფრანგ. Roger Brunet; დ. 30 მარტი, 1931)[5] — ფრანგი გეოგრაფი. დაიბადა ქალაქ ტულუზაში. 1965 წელს ტულუზის უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მოგვიანებით 1966-1976 წლებში იყო რეიმსის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც დააარსა ინსტიტუტი. 1976-1981 წლებში იყო საფრანგეთის სამეცნიერო გამოკვლევების ეროვნული ცენტრის განყოფილების დირექტორი, ხოლო 1981-1984 წლებში საფრანგეთის სხვადასხვა სამინისტროებში ეჭირა სამეცნიერო გამოკვლევების საკითხებში კონსულტანტის თანამდებობა.
როჟე ბრიუნე | |
---|---|
ფრანგ. Roger Brunet[1] | |
დაბ. თარიღი | 30 მარტი, 1931 (93 წლის) |
დაბ. ადგილი | ტულუზა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[1] |
საქმიანობა | გეოგრაფი[1] |
მუშაობის ადგილი | University Toulouse - Jean Jaurès[2] , შამპან-არდენის რეიმსის უნივერსიტეტი[2] და სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი[1] [2] |
ალმა-მატერი | ტულუზის უნივერსიტეტი[3] |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[3] |
მეუღლე | Régine Vanduick[4] |
ჯილდოები | ვოტრენ ლუდის პრემია, ლიეჟის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[2] და Honorary doctor of the University of Lausanne[2] |
როჟე ბრიუნე დიდ ყურადღებას უთმობდა აკადემიური გეოგრაფიის საკითხების გაშუქებას პრაქტიკული ამოცანების დასაჭრელად. 1972 წელს დააარსა სამეცნიერო ჟურნალი სახელწოდებით „გეოგრაფიული ზონა“[6] (L'Espace géographique; იარსება 2003 წლამდე) ხოლო 1986 წელს ჟურნალი „გლობუსი“ (Mappemonde; იარსება 2004 წლამდე), რომელიც იყო ივ ლაკოსტის თაოსნობით გამოცემული ჟურნალის – „ჰეროდოტეს“ (Hérodote) კონკურენტი.[7] როჟე ბრიუნე განსაკუთრებით ცნობილია ახალი მეთოდის შემუშავებით, რომელიც მიეძღვნა სივრცის სქემატურ გამოსახულებას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Bibliothèque nationale de France Record #118943548 // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 http://www.mgm.fr/ARECLUS/page_auteurs/Brunet.html
- ↑ 3.0 3.1 Agence bibliographique de l'enseignement supérieur (France) Système universitaire de documentation — Montpellier: ABES, 2001.
- ↑ https://www.lanouvellerepublique.fr/tours/la-touraine-plutot-que-le-sud
- ↑ Notice d'autorité personne: Brunet, Roger. Bibliothèque nationale de France (2010-02-17). ციტირების თარიღი: 2010-04-26.
- ↑ Vincent R.H. Berdoulay (2001). „Geography in France: Context, Practice, and Text“, რედ. Gary S. Dunbar: Geography: Discipline, Profession, and Subject since 1870. Springer, გვ. 70–71. ISBN 1402000197.
- ↑ Paul Claval (2000). „Hérodote and the French Left“, რედ. Klaus Dodds and David Atkinson: Geopolitical Traditions: A Century of Geopolitical Thought. Routledge, გვ. 259–260. ISBN 0415172497.