რომი (ტელესერიალი)

ტელესერიალი


რომი (ინგლ. Rome) — ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული ტელესერიალი, შექმნილი ბრუნო ჰელერის, ჯონ მილიუსისა და უილიამ მაკდონალდის მიერ. შოუს ორი სეზონი ეთერში გავიდა 2005 და 2007 წლებში ბრიტანულ BBC-სა და ამერიკულ HBO-ზე. სერიალში მოქმედება ვითარდება ძვ. წ. I საუკუნის ძველ რომში და ასახავს რომის რესპუბლიკიდან იმპერიად გარდაქმნის პერიოდს. პირველი სეზონი იწყება იულიუს კეისრის გალიაში ლაშქრობით და სრულდება მისივე მკვლელობით, მეორე სეზონი კი რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის აღზევებაზე მოგვითხრობს.

რომი
ჟანრი ისტორიული დრამა
ავტორი ბრუნო ჰელერი
ჯონ მილიუსი
უილიამ ჯ. მაკდონალდი
რეჟისორი მაიკლ ეპტიდი
მონაწილეობენ კევინ მაკკიდი
რაი სტივენსონი
პოლი უოლკერი
მაქს პირკისი
საიმონ ვუდსი
ლინდსი დანკანი
ჯეიმზ პურეფოი
სიარან ჰინდსი
ტობიას მენზისი
კერი კონდონი
ინდირა ვარმა
ალენ ლიჩი
კამილა რაზერფორდი
კომპოზიტორ(ებ)ი ჯეფ ბილი
ქვეყანა იტალია
გაერთიანებული სამეფო
აშშ
სეზონი 2
ეპიზოდი 22
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ბრუნო ჰელერი
ჯონ მილიუსი
უილიამ ჯ. მაკდონალდი
ფრენკ დოელგერი
ენ თომოპულოსი
ჯონ მელფი
ადგილ(ებ)ი ლაციო, იტალია
სოფია, ბულგარეთი
ოპერატორი ალიკ სახაროვი
მარტინ კენზი
მარკო პონტეკორვო
ხანგრძლივობა 50 წთ.
ეთერი
ჩვენების ფორმატი 1080i (HDTV)
ეთერში 28 აგვისტო, 2005 (2005-08-28) — 25 მარტი, 2007 (2007-03-25)
რესურსები ინტერნეტში

სერიალის პერსონაჟთა უმეტესობა დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიულ პიროვნებებზე, თუმცა მთავარი გმირები, XIII ლეგიონის ცენტურიონი, ლუციუს ვორენუსი და ლეგიონერი ტიტუს პულო, მეტწილად გამოგონილი პერსონაჟები არიან. რომმა მაყურებელთა პოპულარობა მოიპოვა HBO-სა და BBC-ზე და მრავალი ჯილდო და ნომინაციაც დაიმსახურა სხვადასხვა დაჯილდოებებზე. სერიალის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაღებულია იტალიაში, ჩინეჩიტას სტუდიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება