დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა — ერთ-ერთი პრობლემა გვიანი ანტიკურობის ისტორიოგრაფიაში, რომლის საფუძველშიც დევს დასავლეთ რომის იმპერატორების ძალაუფლების ლიკვიდაციის მიზეზები. მისი გამოკვლევები სათავეს იღებს ინგლისელი ისტორიკოსის, ედუარდ გიბსონის ნამუშევრიდან „რომის იმპერიის დაკნინებისა და დაცემის ისტორია“ (ინგლ. The History of the Decline and Fall of the Roman Empire).
დასავლეთ იმპერიას შიგნიდან უღებდა ბოლოს მონებისა და კოლონების მოძრაობა, ხოლო გარედან გამუდმებით აწუხებდა ბარბაროსების თავდასხმები, რამაც, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მისი დაცემა გამოიწვია. 410 წელს ვესტგუთებმა აიღეს რომი, ხოლო 476 წლის 4 სექტემბერს გერმანელების ბელადმა, ოდოაკრმა დასავლეთ რომის უკანასკნელ იმპერატორს, რომულუს ავგუსტუსს ტახტიდან გადადგომა აიძულა. ამგვარად დასრულდა რომის 12-საუკუნოვანი ბატონობა.