რომენული ბატი[1]ბატის ჯიში. გამოყვანილია უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ რომენთან (ახლანდ. რომნი) ახლოს, ადგილობრივი ბატების საფუძველზე. არსებობს სამი სახესხვაობა: რუხი, თეთრი და ჭროღა. მამალი იწონის 5,6–6,0 კგ-ს, დედალი — 4,5–5 კგ-ს. საშუალო წლიური მეკვერცხულობა 15–25 კვერცხია. კვერცხის მასა 150–170 გ. რომენული ჯიში გამოიყენეს მსხვილი ნაცარა ბატის გამოსაყვანად. მოშენებულია უკრაინაში.[2]

  1. მსხვილი ნაცარა ბატი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 182.
  2. Роменские гуси // Сельско-хозяйственный энциклопедический словарь / Главный редактор: В. К. Месяц. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 464.