რომაული სამხედრო ბანაკი
რომაული სამხედრო ბანაკი — ჯარების გამაგრებული საველე განლაგება ძველ რომში.
რომაული სამხედრო ბანაკი ცნობილია პუნიკური ომების (ძვ.წ. III-II სს) დროიდან, თუმცა მსგავსი ბანაკები უფრო ადრე ჰქონდათ ბერძნებს, სპარსელებსა და სხვებს. რომის ჯარები ლაშქრობისას ბანაკდებოდნენ გარკვეული წესით აგებულ სიმაგრეებში, რომელსაც გარს თხრილსა და მიწაყრილს ავლებდნენ. ბანაკებს იყენებდნენ ჯარების დასაწყობად და საფარად ბრძოლის დაწყებამდე. მრავალი რომაული სამხედრო ბანაკი მოგვიანებით ციხესიმაგრედ გადაიქცა, რომელთაგან შემდეგ ქალაქები წარმოიშვნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) ტ. 2, გვ. 185, თბ., 1977 წ.