რომან მელია
რომან მელია (დ. 19 მარტი, 1944) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
რომან მელია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 მარტი, 1944 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1961-1962 წლებში იყო ქ. ფოთის № 201 გემთმშენებელი ქარხანაში ზეინკლად. 1963-1965 წლებში იყო თბილისის № 2 ტრესტის ს.ს.ს. – 10, მუშა-მემონტაჟე. 1965-1967 წლებში იყო თბილისის № 2 პურის ქარხანაში ზეინკლად. 1968 წელს მუშაობდა შამპანური ღვინოების ქარხანაში. 1968-1970 წლებში იყო კვ. მრ. საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინერ-კონსტრუქტორი. 1971-1975 წლებში იყო ამიერკავკასიის სპეციალიზებული გამშვებ-გამმართავი სამმართვლოში მშენებარე ობიექტების კომპლექსის უფროსად. 1977-1984 წლებში იყო ქ. ფოთის მშენებარე ბიუროს ქარხნის დირექტორი. 1984–1992 იყო ქ. ფოთის ჩაის კომბინატის დირექტორი. 1993-1995 წლებში იყო ქალაქ ფოთის მერი. 1999-2002 წლებში იყო ქ. ფოთში სააქციო საზოგადოება „არგოს“, გენერალური დირექტორი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის მაჟორიტარი). 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ბურჯანაძე - დემოკრატები“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომან მელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რომან მელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- რომან მელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეექვსე მოწვევა)
- რომან მელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)